ყაზბეგელი ფერმერები ENPARD-ის პროექტის ფარგლებში რეგიონული განვითარების პროგრამაში ჩაერთნენ - კვირის პალიტრა

ყაზბეგელი ფერმერები ENPARD-ის პროექტის ფარგლებში რეგიონული განვითარების პროგრამაში ჩაერთნენ

ყაზბეგის რაიონი მუხედავად იმისა, რომ მთიანი რეგიონია, ყოველთვის განთქმული იყო სოფლის მეურნეობის ისეთი დარგებით, როგორიცაა, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა და მებოსტნეობა. ტრადიცია დღემდე გრძელდება, თუმცა თუ ადგილობრივ მოსახლეობას სხვა ქვეყნის გამოცდილებას ვინმე გაუზიარებს, არც ამის წინააღმდეგები არიან და სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით მათთან სიახლეა, ყაზბეგელი ფერმერები საქართველო და ევროკავშირი ENPARD-ის ფარგლებში რეგიონული განვითარების პროგრამაში ჩაერთნენ.

ევროკავშირმა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სტეფანწმინდაში ამ დარგის განვითარების ახალი პროგრამის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც ქართველი ჟურნალიტებიც ვესწრებოდით.

არსებობს სამი საპილოტე პროექტი და ის ლაგოდეხში, ყაზბეგსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება. ერვოკავშირის მიერ 3 მილიონი ევროს ოდენობით არის დაფინანსებული და ევროპის სამეზობლოს პროგრამის სოფლისა და სოფლის მურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში. განვითარების პრინციპი ადგილობრივი თავისებურების გათვალისწინებას ეფუძნება და მიზნად ისახავს თემისა და თვითმმართველობის გაძლიერებას, მხარდაჭერას, რომ მოსახლეობამ თავად შეძლოს და განსაზღვროს რეგიონის პრიორიტეტები, განახორციელოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგია.

პროექტის ორგანიზატორების თქმით, ევროკავშირი ხელს შეუწყობს რეგიონების თემებისა და თვითმმართველობის უკეთეს ჩართვას ადგილობრივი განვითარების პროცესებში, რაც ხელს შეუწყობს სოფლად დასაქმების შესაძლებლობას და სიღარიბის დაძლევას. თითოეული დაინტერებული პირები პროექტისა და ბიუჯეტის შედგენის, ბიზნეს გეგმის წერის ტრენინგებს გაივლის. წარმატებულ პროექტს კი გრანტის მიღების შესაძლებლობა მიეცემა.

აღნიშნულ რეგიონებში შეიქმნება ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები (LAG), რომლებიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, კერძო სექტორისა და თემის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება, რომლებიც ადგილობრივი რეგიონის განვითარებას პასუხისმგებლობას გაუწევენ.

ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას გავესაუბრეთ, რომლებიც მზად არიან პროექტში ჩაერთონ. უკვე არის კიდეც ისეთი კულტურების ახალი მეთოდებით მოყვანის მცდელობა, როგორიცაა მაგალითად, მარწყვი, ბროკოლი, სალათის ფურცლები, ყვავილოვანი კომბოსტო. თუმცა ფერმერები ითხოვენ რამდენიმე მიმართულებით დახმარებას, განსაკუთრებით ძალიან უჭირთ მიღებული პროდუქციის დასაწყობება. იმასაც ამბობენ, რომ მათთან წლების განმავლობაში არსებობდა სასათბურე მეურნეობები და თუ მათი აღდგენაც მოხდება, ეს რეგიონს დიდ სარგებელს მოუტონს.

მოკლედ, ახლა ჯერ მოსახლეობაზეა და მათ ინიციატივებსა და წინადადებებზე, რომლის მოსასმენად მზად არიან უცხოელი სპეციალისტები.

ლალი ფაცია