"მეფე შიშველია!" - ამ ხელისუფლებამ უგულავას საქმით სააშკარაოზე გამოიტანა თავისი უსუსურობა"
"ძველის მოშორების გარეშე ახალი არ აშენდება. ძველში იგულისხმება ორივე არსებული ძალა"
"ხალხის მეხსიერება წინაპატიმრობის ვადასავით არ იწურება!"
გიგი უგულავას პატიმრობითან გათავიუფლებას "ფეისბუქის" მეშვეობით გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა ექსმინისტრი, სალომე ზურაბიშვილი, რომლიც წერს:
"იულიუს ცეზარი, როცა რუბიკონს გადალახავს რომაული რესპუბლიკა უკვე რამდენიმე ათწლეულია რაც აგონიაში შესულია! მან საზღვრის გადალახვიდან 9 კვირაში დაამარცხა რომი და ააშენა რაც შემდეგ ცნობილი გახდა რომის იმპერიად...
ალბათ ჩვენც გვჭირდებოდა რუბიკონის გადალახვა, რომ თავლნათლივ დაგვენახა, ძველის მოშორების გარეშე ახალი რომ არ აშენდება. ძველში იგულისხმება ორივე არსებული ძალა: - ერთის მხრივ "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ვერ გაცოცხლდება მხოლოდ "ოცნების" შეცდომებით და ოცნებების გაცრუებით; რაც არ უნდა დღეს ზეიმობდნენ თავიანთ ვითომცდა გამარჯვებას. ისინი იმასაც ვერ ხვდებიან, რომ მათი "განახლების" და ერთადერთი შანსი სწორედ სასამართლოში იყო და დღეს გაიფანტა: სასამართლოს მიერ დამნაშავეთა და უდანაშაულოთა რიგების დაყოფა. თუ სასამართლომ ეს ვერ შესძლო, მაშინ მთლიანად "ნაციონალური მოძრაობა" რჩება ხალხის თვალში ყველაფერზე პასუხისმგებელი, რაც არც "გამოშვებას" არც დავიწყებას ექვემდებარება... ხალხის მეხსიერება წინაპატიმრობის ვადასავით არ იწურება!
- მეორე მხრივ კრახი ასევე თვალნათლივია: ამ ხელისუფლებამ უგულავას საქმით დღეს სააშკარაოზე გამოიტანა თავისი უსუსურობა, პოლიტიკური ალღოს , ხედვის, ტაქტიკის და სტრატეგიის, პროფეზიონალიზმის, გამბედაობის და შროსმჭვრეტის ნაკლებობა.... და უკვე ხალხიც, რომელიც დიდ ხანს თვალს ამ რეალობას არ უსწორებდა, იძახის "მეფე შიშველია!".
ამ ხელისუფლებამ დაგვტოვა "ნაციონალურ მოძრაობის" ანაბარად, როცა იგი არჩია როგორც სასურველი და ერთადერთი ოპოზიცია, მოკლე ვადიანი გათვლების გამო იფიქრა, რომ განადგურებული და დისკრედიტირებული ოპოზიცია ხელისუფლებისთვის უფრო ხელსაყრელი იქნებოდა და ნაკლებად საშიში, ვიდრე ახალი რომელიმე ძალა.
ერთიც ამოიწურა და მეორეც, არსებულ პოლიტიკურ დაფაზე არაფერი სჩანს ჯერჯერობით , მაგრამ ბუნებას არ უყვარს სიცარიელე...
რუბიკონის გადალახვის შემდეგ წარმოთქვა ცეზარმა თავისი ცნობილი- Alea jacta est! - ჩვენთვისაც რუბიკონი გადაილახა და უკან
დასაბრუნებელიც აღარაა!"
იხილეთ ფოტოგალერეა - გიგი უგულავას გათავისუფლება