წყნეთში 14 წლის ბიჭი მოკლეს - კვირის პალიტრა

წყნეთში 14 წლის ბიჭი მოკლეს

წყნეთში, პეინტბოლის ტერიტორიაზე 14 წლის ბიჭი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალგაზრდა ცეცხლსასროლ იარაღს წმენდდა, რომლის დროსაც ტყვია გაუვარდა და 14 წლის ბიჭს მოხვდა.

მოზარდის მკვლელობის საქმე უკვე გახსნილია. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულია პირი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა.

"ინტერპრესნიუსი"