"ვეჭვობ, ჩემი ძმა ქართველებთან დაპირისპირებას ემსხვერპლა" - რას ჰყვება ამერიკაში გარდაცვლილი გელა ჯოხაძის ძმა?!
"ჯვარი ჩამოგლეჯილი ჰქონდა, მარცხენა ხელი ამოტრიალებული, ტუჩი გახეთქილი, ყვრიმალებთან სიშავე ეტყობოდა..."
ამერიკაში, "რუსთავი 2"-ის ყოფილი ჟურნალისტი გელა ჯოხაძე გარდაცვილილი იპოვეს. როგორც მისმა ძმამ, ომარ ჯოხაძემ გვითხრა, გელა 16 წლის განმავლობაში პენსილვანიის შტატში, ქალაქ ფილადელფიაში ცხოვრობდა და სამშობლოში პირველად წელს ჩამოვიდა. აქ ერთი თვე დარჩა და ისევ ამერიკაში დაბრუნდა, - დაბრუნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ის მისმა უახლეოსმა მეგობარმა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა.
ომარ ჯოხაძე:
გელა ჯოხაძე - გელა ერთ-ერთი ის ჟურნალისტი იყო, ვინც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში, მისი ჩამოყალიბების დროს მუშაობდა. შემდეგ, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, ის და "რუსთავი 2" -ის კიდევ ერთი თანამშრომელი, გოგიტა ლეკვეიშვილი ამერიკაში წავიდნენ...
- იქ რაზე მუშაობდა?
- მშენებლობაზე, მაგრამ ამავდროულად თავის პროფესიას, ფოტოხელოვნებასა და ოპერატორობას ბოლომდე ვერ შეელია. ძალიან დიდი არქივი აქვს შექმნილი, სადაც როგორც საქართველოს იმ წლების ცხოვრება, ისე იქაური ქართველების ყოფაა თავმოყრილი, მათ შორის ქართული ეკლესიის დაარსება, ასევე, დოკუმენტური ფილმ "გუთანზე" მუშაობის დეტალები და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტების ამსახველი ფოტომასალა აქვს... გელა აქედან ჩასული ქართველი ჟურნალისტების მასპინძელი იყო.
- 16 წლის განმავლობაში წელს პირველად ჩამოვიდა სამშობლოში?
- დიახ, აქამდე ვერ შეძლო აქ ჩამოსვლა, წელს 30 ივლისს ჩამოვიდა და 2 სექტემბერს გავაცილეთ და 3-ში გარდაიცვალა...
- რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი?
- რამდენიმე ვერსია არსებობს. საქმე ის არის, პროფესიით ექსპერტ-კრიმინალისტი ვარ, მუშოაბის 21-წლიანი სტაჟი მაქვს და ჩემი ძმის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი კითხვა მაქვს. როგორც კი ფილადელფიაში ჩაფრინდა და სახლში მივიდა, სკაიპით დაგვირეკა, - კარგად ვიმგზავრეო. სახლიში იყო. სკაიპით მაქვს ნანახი მისი სახლი და ვიცანი იქაურობა. საუბრის შემდეგ, ძალიან დაღლილი იყო და თან ტანისამოსს იხდიდა, - თქვენ არ დამირეკოთ, როგორც კი გამოვიძინებ, მე თვითონ დაგირეკავთ, - გვითხრა. გავიდა დრო, მაგრამ არ შეგვეხმიანა. ყველა სოციალური ქსელიდან ვეცადე დაკავშირებას, მობილურზე ვურეკე, მაგრამ არ პასუხობდა. ჯერ გამიკვირდა, მერე ცუდად გავხდი, ეტყობა გულმა მიგრძნო ეს საშინელება. შემდეგ, მის იქაურ მეგობარს, "რუსთავი 2"-ის ყოფილ თანამშრომელს, გია კიწმარიშვილს დავურეკე, - გელას ვერ ვუკავშირდები და იქნებ დამეხმარო-მეთქი... გელასგანვე ვიცოდი, რომ საქართველოში ვიღაცებთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და წასვლისას რამდნჯერმე ვთხოვე, - ფრთხილად იყავი-მეთქი. ერთი სიტყვით, ეჭვები მქონდა... საქართველოში წამოსვლამდ, სწორედ გიას ჩააბარა სახლის გასაღები გელამ, სახლს და მანქანას მიმიხედეო. მისულა გია სახლში, შუქი ანთებული დახვდა, ფანჯარაც ღია ყოფილა. მანქანაც ეზოში ეყენაო... ტელეფონზეც რეკავდა და ეზოდანაც ეძახდა, მაგრამ არავინ უპასუხა. შემდეგ გააღო გასაღებით სახლი... გელა ლოგინზე უნახავს გარდაცვლილი, - ოღონდ ჩაცმული, გასწორებულ ლოგინზე იწვა. არადა, როგორც გითხარით, ჩემის ძმა ჩვენთან საუბრისას ტანსაცმელს იხდიდა და დასაძინებლად ემზადებოდა... ჯვარი ჩამოგლეჯილი ჰქონდა, მარცხენა ხელი კი, ამოტრიალებული, ტუჩი გახეთქილი ჰქონია, ყვრიმალებთან სიშავე ეტყობოდა.
- ჭრილობა არ აქვს?
- არა, არც ცეცხლსასროლი და არც ბასრი საგნით. არც ყელზე ეტყობა ძალადობის კვალი, ანუ მოგუდვაც, თითქმის გამორცხულია...
- სახლიდან რამე წაღებულია?
- დიახ, ძალიან ბევრი რამ, მისი პირადი ძვირფასი ნივთები, ოქროულს ვგულისმხობ, ასევე გაძარცვულია ფოტომასალა.
- ამერიკელ სამართალდამცველებს მიმართეთ?
- ჩვენების მიცემა მინდოდა ფილადეფლიელი სამართლამდცეველებისთვის, მით უფრო, რომ როდესაც გელა აქ იყო, ამ ერთი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ მომიყვა და ვფიქრობდი, რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია გამოძიებას წაადგებოდა, მაგრამ გელა ამერიკის მოქალაქე არ იყო. მას "მწვანე ბარათი" ჰქონდა, რომლის საშუალებითაც საქართველოში ჩამოსვლა და უკან დაბრუნება შეეძლო... ამერიკის საკონსულოში საკმაოდ ცივად მომექცნენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ავუხსენი, "ემენერჯენსი" შევავსე და ვუთხარი, ძმის ჩამოსასვნებელად მივდივარ, მიმაჩნია, რომ ადგილობრივი სამართალდამცველებისთვის ძალიან საინტერესო ინფორმაცია მაქვს-მეთქი, ამას შედეგი არ გამოუღია...
- გელას ოჯახი ჰყავს?
- 8 წლის გოგონა ჰყავს, მეუღლეს გაცილებულია. ბავშვი აქ გვყავდა და გელამ წაიყვანა...
- როგორია თქვენი ვერსია, რა შეიძლებოდა მომხდარიყო?
- ვეჭვობ, ჩემი ძმა აქაურ ქართველებთან დაპირისპირებას ემსხვერპლა, თუმცა წინასწარ არ მინდა ვილაპარაკო. იმედია, საქმის ძიება სწორი მიმართულებით წავა.
ლალი პაპასკირი (სპეცილაურად საიტისთვის)