10 ქვეყანა, რომელიც უცხოელებისთვის ცხოვრების ასაწყობად ყველაზე მიმზიდველად მიიჩნევა - კვირის პალიტრა

10 ქვეყანა, რომელიც უცხოელებისთვის ცხოვრების ასაწყობად ყველაზე მიმზიდველად მიიჩნევა

ადამიანთა ნაწილი უკეთესი ცხოვრებისა თუ ახალი გამოცდილების მიღების სურვილით ყველა დროში ახერხებდა სამშობლოს დატოვებას და უცხო ქვეყნაში საკუთარი ადგილის საძებნელად წასვლა. თანამედროვე ტექნოლოგიური რევოლუციის პირობებში კი ამან განსაკუთრებით დიდი მასშტაბი შეიძინა.

მაღალი ხელფასის, კარიერული განვითარების შესაძლებლობებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ემიგრაციაში წასული ადამიანების - ექსპატრიატთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება.

მულტინაციონალურმა კომპანია HSBC-მა ექსპატრიატების 2015 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევაში მონაწილეობდა მსოფლიოს 39 სხვადასხვა ქვეყნიდან 22 000-მდე უცხოეთში საცხოვრებლად და სამუშაოდ წასული ადამიანი.

ასე გამოიყურება ქვეყნების ტოპ - ათეული, სადაც გამოკითხული ადამიანების უმრავლესობა რამდენიმე პარამეტრის მიხედვით უცხოელთათვის საუკეთესოდ მიიჩნევს:

  1. სინგაპური
  2. ახალი ზელანდია
  3. შვედეთი
  4. ბაჰრეინში
  5. გერამანია
  6. კანადა
  7. ავსტრალია
  8. ტაივანი
  9. არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში
  10. შვეიცარია

BBC  აქვეყნებს სტატიას, სადაც ეს მონაცემებია განხილული.

მართალია, სინგაპური მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქების სიაში ლიდერობს, ამ კვლევის შედეგების მიხედვით, ის მაინც რჩება ექსპატრიატებისთვის ყველაზე პოპულარულ საცხოვრებელ და სამუშაო ადგილად. მიუხედავად იმისა, რომ სინგაპურში ყოველდღიური ცხოვრების ხარჯები ძალიან მაღალია (მათ შორის ტრანსპორტის ხარჯი, რომელიც ნიუ-იორკთან შედარებით სამჯერ მეტია), კვლევაში მონაწილეთა მეოთხედმა უპასუხა, რომ წლიურად 200 000 დოლარზე მეტს გამოიმუშავებენ.

კვლევის მიხედვით, ახალი ზელანდია, ესპანეთი და პორტუგალია აღმოჩდნენ ქვეყნები, სადაც კვალიფიციური კადრები სამუშაოდ უმეტესწილად ფინანსური კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით მიდიან. მაშინ, როდესაც შვედეთი განსაკუთრებით მიმზიდველია ექპატრიატებისთვის, რომლებიც ოჯახებით გადაადგილდებიან - იქ არსებული ბავშვებზე ზრუნვის ფართო პროგრამებისა და ორგანიზებული სკოლათა სისტემების გამო.

აღსანიშნავია, რომ კვლევას არ გაუთვალისწინებია ისეთი საკითხები, როგორიცაა ადამიანის უფლებები, რაც Human Rights Watch-ის მონაცემებით რჩება "ძალიან პრობლემატურად" ბაჰრეინში (რომელიც მე-4 ადგილს იკავებს) და "სერიოზულ პრობლემად" არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში (მე-9 ადგილი).

HSBC-ის შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება მსგავსი კვლევისგან, რომელიც ჩატარდა გლობალური ქსელის InterNations-ის მიერ.

"შემოსავალი და ცხოვრების ხარისხი სინგაპურში, როგორც წესი, საკმაოდ კარგია, მაგრამ არის სხვა კომპონენტებიც, რომლებიც ასევე გავლენას ახდენენ საზღვარგარეთ მომუშვეთა ცხოვრებაზე," - განმარტა InterNations-ის დამფუძნებელმა, მალტე ზიკმა. - "ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ადგილობრივების მხრიდან უცხოელებისადმი მეგობრულ განწყობას და აქ დასახლების სიმარტივეს. ეს შეიძლება ძალიან განსხვავებული აღმოჩნდეს ეკვადორისა და მექსიკის მსგავს ქვეყნებში, ისეთ ქვეყნებთან შედარებით, როგორებიცაა გერმანია, შვეიცარია ან სინგაპური."

მართლაც, HSBC-ის კვლევის შედეგების მიხედვით ტოპ-ათეულში მყოფ მთელ რიგ ქვეყნებში ექსპატრიატები ადგილობრივ კულტურასთან და ხალხთან ინტეგრირებულად არ გრძნობენ თავს. გაერთიანებულ არაბულ საემიროებში (მე-9) და შვეიცარიაში (მე-10), HSBC-ის კვლევის მიხედვით მხოლოდ 42% და 43% გრძნობს თავს კარგად ინტეგრირებულად. და, მიუხედავად თავისი დიდი ავტორიტეტისა, სინგაპურში მყოფი ექსპატრიატების მხოლოდ 54% -მა დაადასტურა, რომ ადგილობრივ კულტურაში ინტეგრირება მოახერხეს.

BBC- ის სტატიის მიხედევით მოამზადა ნატო მუჯირიშვილმა