"სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, არ დავუშვებ ამ მოძალადეების რევანშს!" - ვინ როგორ აფასებს ინტერნეტში წამების კადრების გავრცელებას?!
პანდორას ყუთი კიდევ ერთხელ გახსნეს
"რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, სულ რომ FBI -ს დახმარება გახდეს საჭირო ეს საქმე უნდა გაიხსნას და ამ მარაზმის გამავრცელებელი დაისაჯოს"
უკრაინულმა ვებგვერდმა tube.ua-მ წინა ხელისუფლების დროს, სავარაუდოდ, სამეგრელოს ერთ-ერთ სამართალდამცავ უწყებაში გადაღებული წამების ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელშიც მამაკაცზე სექსუალურად ძალადობენ და ასე აიძულებენ ჩვენების მიცემას. ვიდეო სრულდება ძმები ახალაიების, მიხეილ სააკაშვილის, გივი თარგამაძის, ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის ფოტოებით და წარწერით, "სამართალდამცავი ორგანოების რეფორმების შედეგი". შსს- მ სამეგრელოს საიდუმლო სამალავებში აღმოჩენილი მსგავსი შინაარსის მასალის ნაწილი ჟურნალისტებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ახალი ხელისუფლების დროს გააცნო, რის შემდეგაც ეს მასალები საჯაროდ, შს იმჟამინდელმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაანადგურა. უცნობია, როგორ მოხვდა ეს კადრები უკრაინულ საიტზე. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ამ საქმის გამოძიება უკვე დაიწყო,
"ფესიბუკში" მომხდარს არაერთი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა:
თინა ხიდაშელი, თავდაცვის მინისტრი:
"კადრები არ მინახავს. რუსთავი 2-ის ჟურნალისტისგან გავიგე ეს ამბავი.
ასეთ დროს მედიასთან დამალვა არ მჩვევია. სამი სამხედრო ორკესტრის კონცერტზე მომადგა და გინდა თუ არა კომენტარი გააკეთეო.
არასოდეს, არასოდეს ასეთ დროს თავი არ შემიკავებია. არც ეხლა ვაპირებ. დავბრუნდი სამინისტროში და გავიგე რომ ვიღაც მედია პორტალმა, სავარაუდოდ, ის კადრები გაავრცელა რაც ოდესღაც სამეგრელოში იპოვეს.
1. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, სულ რომ FBI -ს დახმარება გახდეს საჭირო ეს საქმე უნდა გაიხსნას და ამ მარაზმის გამავრცელებელი დაისაჯოს;
2. ეხლა არ გვითხრათ შეთქმულებაა და ხომ დაგვპირდა ხელისუფლება გაანადგურებდა და რატომ გამოჩნდა საუბარი არ მიიღება. ზუსტად ისე როგორც რომელიმე სხვა ვერსია აპრიორი აკვიატებული. დამბრალებელი და თითის გამშვერი ისეთივე ნაძირალაა ამ შემთხვევაში როგორც თავად გამავრცელებელი.
3. როდესაც აპრიორი ვერსია გაქვს, მიკროფონით დარბიხარ და კითხვას სწორედ ერთი ვერსიის გაასამყარებლად სვამ (ხომ დაპირდა მედიას მაშინ შსს მინისტრი ღარიბაშვილი რომ გაანადგურებდნენ და რატომ არ გაანადგურესო?), ვინმემ გითხრას ყველაფერი წინასწარ დადგმულიაო არ უნდა გაგიკვირდეს;
4. აბა გამოდით და სიმაღლის მიხედვით დაეწყვეთ ყველა ვისაც მართლა გჯერათ რომ ეს ფაილები, ან ათასი სხვა კიდევ, რომელიც სავარაუდოდ არსებობს მხოლოდ იმ, ან ჯერ არ აღმოჩენილ კასრებში იყო ჩაკეტილი და სხვა დუბლიკატები არ არსებობდა.
5. ხო და კიდევ, უმთავრესი ამ მომენტისთვის, თუ იმ კადრებში ვინმე ისეთი ჩანს ვინც აწამებს და ვისთანაც დღეს საპროცესოა გაფორმებული ან გარეთ არის -- ამ საპროცესოს გამფორმებელი ზუსტად ისეთივე დამნაშავეა.
არ ფორმდება საპროცესოები მწამებლებთან, არა!!!! აბსოლუტურად აკრძალულია და არ ექვემდებარება შებრალება / დანდობას.
საერთაშორისო სამართლის დანაშაულია, დიდი ხანია.
ანა ბანაა ადამიანის უფლებების სამართლის.
მაშინაც ვთქვი, როდესაც ბედუკაძეს რაღაც გაუგებარი გარიგება დაუდო კბილაშვილმა, არავის და არაფერს მოვრიდებივარ (ალბათ არსებობს ჟიჟილაშვილის ეთერი არქივში) და ეხლაც იგივეს გავიმეორებ.
ასეთ ამბებს არ პატიობენ, ასჯერ და დამარცვლით!"
ალექსანდრე თამაზაშვილი, დეპუტატი:
"მინდა საზოგადოებამ იცოდეს , რომ ამ ძალადობაში მონაწილე ყველა პირი გამოვლენილია და პასუხისგებაშია მიცემული, სწორედ ჩვენი ხელისუფლების მიერ ! დიდი ალბათობით, აღნიშნული კადრების არაერთი ასლი, ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა დაჯგუფებების ხელშია და სავარაუდოდ ისინი ერთმანეთს აშანატაჟებენ.( გავრცელებული ინფორმაციით დიდი არეულობაა "ნაციონალურ მოძრაობაში")
ფაქტი ერთია: სწორედ ნაციონალური მოძრაობაა პასუხისმგებელი ამ კონკრეტულ და სხვა მსგავს სისტემურ დანაშაულებებზე, პოლიტიკურად და მორალურად !
სიმართლე გითხრათმ დიდი სიამოვნებით ავკრძალავდი ამ დამნაშავეთა ბანდას ... ერთია ჩემი და ჯანსაღი უმრავლესობის სურვილი, მაგრამ მთავარი არის სახელმწიფო, სადაც არსებობს კანონის უზენაესობა და დამნაშავეები სწორედ კანონის ძალით უნდა გასამართლდნენ და შესაბამისად დაისაჯონ!
ეს გზა არის გრძელი ,დამღლელი , ხშირად უკმაყოფილების მიზეზის მომცემი , მაგრამ ყველაზე სწორი და სამართლიანი!
ჩემის მხრივ პირობას გაძლევთ სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, არ დავუშვებ, მოძალადეების რევანშს ჩვენს ქვეყანაში!
გიორგი ლობჟანიძე, პოეტი და მთარმნელი:
"რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ კადრების გავრცელებისა და გამავრცელებლების მიზნებზე, სინამდვილე ხომ ის არის, რასაც ამ კადრებში ვხედავთ? - ადამიანის ღირსების აყრა და ფეხქვეშ გათელვა!.. ამის მერე, თუ კიდევ ვინმეს მოუბრუნდება ენა, ბოროტების გამართლებისათვის, არ ვიცი! ,,გზებს ხომ აგებდნენ!" ტიპის არგუმენტებს არაფრით მივიღებ! ერთი მეორის საპირწონე არ არის.
ნათია ფანჯიკიდძე, ფსიქოლოგი, თავდაცვის ექსთავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლე:
"გადაურბინა ფბ-ს ტალღამ, - "სასწრაფოდ!!! უკრაინულმა მედიამ ძალადობის ამსახველი კადრები გამოაქვეყნა!!!"
სასწრაფოდ ხაააააალხო! არ დავიგვიანოთ, არ გამოგვრჩეს!!!
ნახვის არანაირი სურვილი არ მაქვს, ორი მიზეზის გამო;
1. უბრალოდ არ მაქვს სურვილი ვათვალიერო სადიზმი, არ მანიჭებს სიამოვნებას!
2. არანაირი სურვილი არ მაქვს მაყურებლის როლით მონაწილეობა მივიღო ნაწამები ადამიანების ტრავმის განახლებაში, რომ ისევ ტრიალებს მათი შეურაცხყოფის ამსახველი კადრები და ისევ ამას ვიღაც ათვალიერებს.
მორალი: კადრები, რომელიც წინა ხელისუფლებამ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის შექმნა, დღევანდელი ხელისუფლება იგივე მიზნით, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ავრცელებს და იყენებს. რომ ჰკითხო, ამით მხოლოდ "გვახსენებს" ნაციონალებს, ვითომ როდესმე დაგვავიწყა.
პირადი დასკვნა: წინა და ახალი ხელისუფლება გაჭრილი ვაშლის ორი მხარეა. მე კი რაც მძულდა, ის მძულს, - ადამიანების ნებისმიერი ფორმით ტრავმირება და დატერორება.
აქედან რა პოზიტივი გამოვიყვანო, მთლად რომ არ დავსევდიანდე? - მადლობა ირაკლის ჯიხვ ხასიათს, დიდხანს რომ არ მომიწია არცერთი სახის ბოროტებასთან ასოცირებამ".