"ისევ სისხლი გინდა, მიშიკო?" - ვინ როგორ აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს "ფესიბუკის" პრიზმაში - კვირის პალიტრა

"ისევ სისხლი გინდა, მიშიკო?" - ვინ როგორ აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს "ფესიბუკის" პრიზმაში

დღეს ქართული სოციალური ქსელის მთავარი განსახილველი თემა "რუსთავი 2" – ს საქმე და უკრაინულ პორტალზე კიდევ ერთხელ გამოქვეყნებული წამების შემზარავი კადრები იყო. 22 ოქტომბრის "ფეისბუკის" პრზმაში დასანახად გთავაზობთ რამდენიმე პოპულარულ "ფეისბუკსტატუსს":

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა ექსმინისტრი:

"ეს გადაცდა ყველა ზომიერების ნორმას ... ასეთი განცხადება სწორესაც იმას უწყობს ხელს რასაც ვითომცდა პრევენციას უკეთებს. "ნაცების" პროვოკაციებს ეხმაურება და ლეგიტიმაციას აძლევს ! მთავრობას რომ ბევრი ნაკლი აქვს, ფაქტია მაგრამ ეს იმის საფუძველი ვერ იქნება, რომ "ნაცების" სტრატეგიას მხარი აუბა! პირადმა ამბიციამ და ქიშპობამ როგორ უნდა დაგაბრმავოს იმ დონეზე, რომ "ნაცების" ატეხილ სამოქალაქო დაპირისპირების სცენარს პრეზიდენტის ინსტიტუტიდან გაახმაურო და ლეგიტიმაცია მისცე?!

(იხილეთ პრეზიდენტის განცახდება)

პრეზიდენტის განცხადების შესახებ გაკეთებულ კომენტარის შემდეგ მთხოვენ, პრემიერის გამოსვლაც შევაფასო. მესმის, რომ ამ ნიშნისმოგებით მიწვევენ რაღაც ორ მხარეს შორის კამათში. სულაც არ მერიდება და მგონი, არ მახასიათებს ზედმეტი სიფრთხილე თუ მორიდება ხელისუფლების მიმართ!

პრემიერის დღევანდელი განცხადებები მიუთითებს მის სრულ პოლიტიკურ გამოუცდელობასა და უუნარობაზე !და გვიჩვენებს, რომ აზრზე არ არის რა შეიძლება თქვას მთავრობის მეთაურმა და რას ვერ იტყვის მტკიცებულებების გარეშე! ეშლება რა კერძო პირისთვის დაშვებული თავისუფალი შეფასება და მას პრემიერს, რისი უფლება გააჩნია. მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ნორმალურ ქვეყანაში უსათოოდ დადგებოდა, მაგრამ ჩვენ რადგანც გაურკვეველ პოლოტიკურ წყობაში ვიმყოფებით, არავინ იცის ვინ (საპარლამენტო უმრავლესობამ, თუ გარეთ მყოფმა ივანიშვილმა თუ კიდევ თავად პრემიერმა) უნდა დააყენოს ეგ საკითხი. ფაქტია რომ თავისი გაუაზრებელი განცხადებებით პრემიერი თავის მთავრობას და კოალიციას ასუსტებს და წყალს უყენებს!

(იხილეთ პრემიერის განცხადება)

მაგრამ ეს არ ცვლის ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს: საკუთარივე აღიარებით, "ნაციონალები" ცდილობენ ყველა არსებული ხერხით ვითარება დაძაბონ და არეულობა გამოიწვიონ ! სავარაუდოდ, აკეთებენ იმას, რისი პრაქტიკული გამოცდილება გააჩნიათ ( შანტაჟები და სხვა) ან იმას რითაც იმედოვნებენმ რომ უცხოელებს შეაშფოთებენ (მაგალითად,პრეზიდენტის ბიბლიოთეკის გაფერადება) და ცდილობენ სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები შექმნან .... ა პრევენციულ ზომების ვერ მოფიქრება, რათა "ნაციონალებს" მანიპულირების საშუალება გამოაცალო ხელიდან, ასევე პოლიტიკური ხედვისა და სტრატეგიის არ არსებობა არა მხოლოდ პრემიერის, არამედ მთლიანად მმართველი კოალიციის სერიოზულ პოლიტიკურ კრახზე მიუთითებს. ამითი საკუთარ თავსდა სამომავლოდ საარჩევნო შანსებს აზარალებენ!

პრეზიდენტის განაცხადი კი სახელმწიფოს უქმნის სწორედ იმ საფრთხეს რითიც გვემუქრებიან "ნაციონალები!" პირადი მიზნების გამო ( "ნაციონალების" იმედი აქვს თუ უცხოელებს თავს აწონებს ვითომდა მისი ზეპარტიულობით) სამოქალაქო დაპირისპირების წინასწარმეტყველება მორალურ დანაშაულად აღიქმება სახელმწიფოს წინაშე!"

რომან გოცირიძე, ექსპერტი:

"გავა დრო და ყველა წესიერ ადამიანს მოუწევს კითხვაზე პასუხის გაცემა: სად იყავი, როცა უჭირდა "რუსთავი 2"-ს? შეიძლება მოვლენები ისე განვითარდეს, რომ ჩვენი შვილების წინაშეც მოგვიწიოს პასუხის გაცემა.

"რუსთავი 2" -ის დამარცხების შემდეგ სულ სხვა ქვეყანაში აღმოვჩნდებით. უკვე ჩანს ამის ნიშნები. მერე უფრო ნათელი გახდება.

მთავრობას უნდა ეს მოვლენები ერთი პარტიის პრობლემად წარმოაჩინოს. ბეცი უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, რომ მთელი ქვეყანა განიცდის ამ უსამართლობას.

დიდი ხანია არა ვარ არცერთი პარტიის წევრი და არც პოლიტიკური ამბიციები მაქვს. ვდგავარ იქ, სადაც გული და სინდისი მკარნახობს! ერთ დროს ყველა ქართველი სადღც იყო ან ვიღაცას უჭერდა მხარს. დღევანდელი ხელისუფლებაც "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრებითა და შევარდნაძის კადრებითაა წარმოდგენილი. არა არის მთავარი, გუშინ ვინ სად იყო. მთავარია, სად ხარ დღეს: სიმართლის თუ სიცრუის, გონიერების თუ უგუნურობის, მომავლის პერსპექტივის თუ წარსულის უიმედობის გვერდით.

გამოფხიზლდით. მერე არ შეგრცხვეთ!"

მარინა მუსხელიშვილი, საზოგადოების კვლევის ცენტრის დირექტორი, პროფესორი:

"თუკი გვარამიაზე რაიმე კადრები არსებობს, რატომღაც მგონია რომ მიშას დროს იქნება გადაღებული. ნეტა რატომ ვარ ასეთი მიკერძოებული? ალბათ რუსეთის გავლენის ბრალია...

მარგველაშვილის გამოსვლა არ კვალიფიცირდება როგორც მოსამართლეზე ზეწოლა?"

ლალი მაროშკინა, ჟურნალისტი:

"მიშა, შენ გაწირე შენივე გუნდი!

შენ ავრცელებ ამ ბინძურ კადრებს, რომელსაც სპეციალურად ითხოვდი საუკეთესო ხარისხით ყოფილიყო გადაღებული, მერე იკეტებოდი კაბინეტში და "ტკბებოდი!"

იცი კარგად, რომ დღე-დღეზე გაგაძევებენ უკრაინიდან და ახალი გზის ძიებაში გადაწყვიტე საქართველოში სისხლის კალო დააყენო, რომ ამ "კარტინკამ" შესაძლებლობა მოგცეს შენი "არდაბრუნება სამშობლოში" აპოზიციონირო, როგორც -"იქ სამოქალაქო დაპირისპირებაა"!

შენ გაწირე ის რამოდენიმე ახალგაზრდა რომელსაც სჯერა შენი!

შენ გაწირე გიგი უგულავა, რომელსაც ეს ჯოჯოხეთური სპექტაკლი მოუწყვე!

შენ გაწირე ჟურნალისტთა ჯგუფი-რომელიც პირადად შენზე მუშაობდა, აბა ვითომ უფლებადამცველები კი ვიცით, რომ შენი სისხლიანი გეგმის ნაწილია!

შენ გინდა რომ 320.000 მსჯავრადადებულმა და შენგან გამწარებულმა თითქმის მთელმა საქართველომ პირდაპირი მნიშვნელობით გადაუაროს 15.000 შენ მხარდამჭერს!

ისევ სისხლი გინდა, მიშიკო?

რატომ არ გასვენებს გამჩენი?

რატომ სწირავ ამ ხალხს შენ, კერპთაყვანისმცემელო!

სისხლიანი სურათი საქართველოდან "გაგიპრავებს" ამერიკელებთან გაქცევას! - აი რა არის შენი გეგმა!

ხომ არ დაგავიწყფდა რომ პიარის ერთი სკოლა დავამთავრეთ?

ხომ არ დაგავიწყდა, რომ ყველა შენი ნაბიჯი წინასწარ ვიცი!

არ გამოგივა საქართველოს ძაძებში გახვევა !"

ზურაბ ჯაფარიძე, დეპუტატი:

პრეზიდენტით აღფრთოვანებული ხალხის საყურადღებოდ, ვიყავი შეხვედრაზე მორიგი შეხვედრა შეხვედრისთვის

საუბარი იყო იმაზე რომ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რათა არ მოხდეს პოლიტიკური პროცესების ესკალაცია და ქუჩაში გადატანა

კონკრეტიკა ნაკლები იყო.

უფრო ზუსტას თუ ვიტყვი - საერთოდ არ იყო...

ვკითხე, აპირებთ თუ არა რაიმე ფორმით რეაგირებას იმაზე, რომ ხდება არადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოების ატვირთვა ონლაინ სირცეში, რასაც თან სდევს ორკესტრირებული ძალადობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუ რამე ახდენს პოლიტიკური ტემპერატურის აწევას, ერთ-ერთი, თუ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არა, არის ეს -მეთქი - მანდ გაუგებარია პასუხისმგებელი ვინ არის და ვის რა უნდა მოვუწოდოო...

ეს ისე, გადაჭარბებული მოლოდინი რომ არ გქონდეთ მისი დილის ბრიფინგის შემდეგ

იხილეთ ასევე