ამირან გიორგაძე, რომელსაც 4 ადამიანის მკვლელობისთვის ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვნეს - კვირის პალიტრა

ამირან გიორგაძე, რომელსაც 4 ადამიანის მკვლელობისთვის ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვნეს

რუსეთში, კრასნოგორსკის რაიონში ოთხი ადამიანის მკვლელობისთვის ძებნილი, ამირან გიორგაძე გარდაცვლილი იპოვეს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ელენა ალექსეევამ განაცხადა.

მისი თქმით, ამირან გიორგაძის ცხედარი კრასნოგორსკის რაიონის ერთ-ერთ კერძო სახლში აღმოაჩინეს. პირველადი ინფორმაციით, მან თავი იმავე დღეს მოიკლა, როდესაც ოთხი ადამიანი მოკლა.

გამოძიების ცნობით, გიორგაძესთან ერთად კიდევ ერთი ადამიანის ცხედარია აღმოჩენილი. მიმდინარეობს იდენტიფიცირება.

იხილეთ ასევე: "კრასნოგორსკელი მსროლელი" - ქართული წარმოშობის ბიზნესმენის სისხლიანი ორშაბათი