"აბა, სადაა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე?" - კვირის პალიტრა

"აბა, სადაა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე?"

"ჩვენ თუ გვინდა ამ ქვეყანას და მის საზოგადოებას სიმშვიდე და საღი აზროვნების საშუალება დაუბრუნდეს, აუცილებელია, რომ ზოგიერთი ჩვენი ახლო ისტორისს ფურცლები დაიხუროს და მომავლის მზადებაზე გადავიდეთ..."

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუკის" გვერდზე წერს:

"აბა, სადაა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე?

ერთერთი ბანაკი რომელიც ამ თემით ყველაზე მეტად აქტიურობს მაინცდამაინც ვერც კონცერტზე და ვერც სასამართლოზე ძლიერად ვერ გამოჩნდა? მეორე მხარე - ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ, საზოგადოების უმრავლეობას და არა კონკრეტულად მმართველ გუნდს და პარტიას- არავითარი განაცხადი იმის შესახებ, რომ დაპირისპირებისთვის ემზადება არ გაუკეთებია, არც ამის სურვილი უჩანს ... ყველგან პირიქით  სულიერად დამშვიდებული და ეკონომიურად გამართული ცხოვრების წყურვილი იკვეთება!

საერთოდ მიმაჩნია, რომ საქართველოში პირადი პოლიტიკური მიზნების დასაკმაყოფილებლად, სამოქალაქო დაპირისპირებით ან "რუსეთის შემოსვლის" თემით სპეკულირება არ შეიძლება და საკმაოდ უზნეო საქციელია, რამეთუ ქვეყანამ ერთიც და მეორეც განიცადა, გადაიტანა! ამით მისი დაშინება უშედეგოა, ხოლო ამის წინასწარმეტყველება კი ქვეყნის წინაშე დანაშაულია.... თუ საფრთხე არსებობს, ამას უნდა პრევენცია!

პრევენცია ნიშნავს ქვეყანაში აუცილებელი სასამართლოების ჩატარება, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამნაშავეებს პასუხი აგებინო და ამითი იმ ბანაკის დანარჩენი ჩვეულებრივი წევრებს დაუბრუნდეთ სრულყოფილი პოლიტიკური აქტიურობის უფლება და შეწყდეს გაუთავებელი სიძულვილის წყარო, რომელიც როგორც ცნობილია უსამართლობის განცდით იკვებება...

ამიტომ ვარ რომელიმე პარტიის გასამართლების წინააღმდეგი. ეს იდეოლოგიური ნაბიჯია და არა სამართლებრივი, არც სახელმწიფოებრივი... ადამიანებს სჯიან დანაშაულისთთვის (წამებისთვის მაგალითად, თუ ქონების წართმეევისთვის, ან კიდევ ქვეყნის ღალატისთვის - მაგალითად, "სად გაჰქრა ჩვენი ახლად შეძენილი იარაღი რომელიც კოდორის ხეობაში ინახებოდა????") მაგრამ არა ერთის ან მეორის აზრით, მცდარი პოლიტიკური ხედვისათვის!

პარტია სამაგიეროდ ისჯება პოლიტიკურად ანუ არჩევნებით, და ეს გადაწყვეტილება თითო მოქალაქის ხელშია, როცა იგი არჩევნებში თავის ხმას იყენებს თავისუფლად...

ამიტომ მიმაჩნია რომ ამ სიძულვილის და დაპირისპირების პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსთავის მფლობელობის საკითხი სამართლიანად გადაწყდეს და საზოგადოებამ იგრძნოს რომ კერძო საკუთრება დაცულია და არ ექვემდებარება იდეოლოგიურ დიქტატებს...

ამიტონ აუცილებელია რომ კადრების საქმე გამოძიებულ იქნას და დამნაშავეები გამორკვეულნი და დასჯილნი იყვნენ...

ჩვენ თუ გვინდა ამ ქვეყანას და მის საზოგადოებას სიმშვიდე და საღი აზროვნების საშუალება დაუბრუნდეს, აუცილებელია, რომ ზოგიერთი ჩვენი ახლო ისტორისს ფურცლები დაიხუროს და მომავლის მზადებაზე გადავიდეთ...

ეს შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოთი და თავისუფალ არჩევნებით და არა პოლიტიკური ნიშნის მოგებით და ქვეყნის დაქცევის შანტაჟით!"