ქმარმა ორსული ცოლი სცემა, ცოლმა კი ახალშობილი გაგუდა - ტრაგედია წნორში - კვირის პალიტრა

ქმარმა ორსული ცოლი სცემა, ცოლმა კი ახალშობილი გაგუდა - ტრაგედია წნორში

ახალდაბადებული ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

ორი დღის წინ წნორში ჩვილი გარდაიცვალა, მიზეზი კი ამ დრომდე უცნობია. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აცნობეს, 27 ოქტომბერს წნორში, ერთ-ერთ ოჯახში ქმარმა ორსული ცოლი სასტიკად სცემა, რის შემდეგაც ორსულს მშობიარობა დაეწყო და სახლში იმშობიარა. ამის შემდეგ დედამ ჩვილი გაგუდა და გადააგდო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვილის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა სხვა დეტალებს არ აკონკრეტებენ.

უწყების განცხადებით, საქმეზე გამოძიებაა დაწყებული, რომლის ფარგლებშიც ექსპერტიზა ჩატარდება და ჩვილის გარდაცვალების მიზეზი დადგინდება.

ამ დროისთვის საქმეზე არავინ არის დაკავებული.

"ინტერპრესნიუსი"