ვინ იყო ფრანგი თვითმკვლელი ომარ ისმაილ მოსტეფა და რა ვიცით პარიზის სისხლიანი პარასკევიდან ორი დღის შემდეგ?
საფრანგეთი ტერორისტული შეტევის დროს დაღუპულ ადამიანებს უკვე მეორე დღეა გლოვობს. პარიზის პროკურორის ფრანსუა მოლენის განცხადებით, საფრანგეთის დედაქალაქზე ტერორისტული თავდასხმა, რომლის დროსაც ბოლო ინფორმაციით, 129 ადამიანი დაიღუპა, 350-ზე მეტი კი დაშავდა, ტერორისტთა სამმა ჯგუფმა განახორციელმა.
პარიზის პროკურორი ფრანსუა მოლენი
"ჩვენ უნდა დავადგინოთ საიდან მოვიდნენ ეს ტრორისტები და ვინ აფინანსებდა მათ", - განუცხადა მოლენმა ჟურნალისტებს. მისივე თქმით, დაღუპულია 7 თავდამსხმელი, რომლებიც კარგად იყვნენ შეიარაღებული, ასევე ყველა მათგანი აღჭურვილი იყო შაჰიდის ქამრით.
როგორც უკვე ცნობილიია, თავდასხმები მოხდა საკონცერტო დარბაზზე, საფეხბურთო სტადიონის სიახლოვეს, ასევე რესტორნებსა და ბარებზე. მათზე პასუხისმგებლობა ექსტერმისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
(იხილეთ:"ეს თავდასხმები მხოლოდ შტორმის შესავალია" - "ისლამური სახელმწიფო" საფრანგეთს აფრთხილებს)
პირველ აფეთქება პარასკევს, საფრანგეთის დროით 21 საათსა და 20 წუთზე "სტად დე ფრანსთან" გაისმა, რის შემდეგაც ტერორისტთა შეტევები პარიზში, ექვს სახვადასხვა ადგილას ნახევარ საათზე მეტი დროის განმავლობაში ხორციელდებოდა.
ტერორისტების თავდასხმის ბოლო ობიექტი საკონცერტო დარბაზი "ბატაკლანი" აღმოჩნდა, სადაც 4 შეიარაღებული ტერორისტი კონცერტის მიმდინარეობისას შეიჭრა და დამსწრე საზოგადოება მძევლად აიყვანა. ბოლო ობიექტი, სადაც აფეთქება გაისმა ისევ სტადიონის მიმდებარე ტერიტორია იყო, სადაც თვითმკვლელმა თავი 21 საათსა და 53 წუთზე აიფეთქა.
(იხილეთ ასევე: "ცოცხალი ვარ, დედა" - რას ჰყვება პარიზში მცხოვრები ქართველი სისხლიან ღამეზე)
"პარიზზე შეტევის მომწყობები იყვნენ იზოლირებული დაჯგუფების წევრები, ისინი რაღაც დროის განმავლობაში გაემგზავრნენ სირიაში და უკან დაბრუნდნენ" - ამის თაობაზე ბი -ბი -სი-ს კორესპონდენტი ფრენკ გარდნერი, სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით წერს.
Wall Street Journal-ის მტკიცებით კი ერთ-ერთმა თვითმკვლელმა, რომელმაც პარიზში აიფეთქა თავი, სცადა შეღწია სტადიონ "სტად დე ფრანსზე". გამოცემის ინფორამციით, მამაკაცს თან საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთი ჰქონდა, თუმცა ის ტრიბუნაზე შესავლა მატჩის დაწყების შემდეგ გეგმავდა, გამოცემა სტადიონის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომლის ნათქვამს იმეორებს იმის თაობაზე, რომ ახლაგაზრდა კაცმა, შაჰიდის ქმარით, თავი ზედ შესასვლელთან აიფეთქა.
როგორც პარიზის პროკურორმა განაცხადა, ერთ-ერთი თავდამსხმელი 29 წლის ფრანგი ომარ ისმაილ მოსტეფა იყო, რომელიც ერთხელ უკვე იყო გასამართლებული, თუმცა ციხეში არ მჯდარა.
"ის ამოიცნეს თითის ფრაგმენტებით, რომელიც საკონცერტო დარბაზ "ბატაკლანში"იპოვეს", - წერს "ფრანს პრესი".
ალჟირული წარმოშობის ომარ ისმაილ მოსტეფა დაიბადა და გაიზარდა პატარა ქალაქში , რომელიც პარიზიდან სამხრეთით 25 კილომეტრში მდებარეობს. ის პოლიციის ყურადღების ქვეშ 2004 – 2005 წლებში მოხვდა, როდესაც უმნიშვნელო დანაშაულების ჩადენის გამო დააკავეს.
როგორც აღმოჩდა, სპეცსამსხაურებმა იცოდნენ, რომ ის რადიკლარი რელიგიური შეხდულებიებით გამოირჩეოდა , თუმცა მისი სახელი არცერთხელ არ ამოტივტივებულა კონტრტერორისტული გამოძიებების მასალებში. გამომძიებლები ახლა ცდილობენ დაადგინონ 2014 წელს ის იმყოფებოდა სირიაში თუ არა.
ფრანგულმა პოლიციამ უკვე დააკავა მისი მამა და ძმა, ჩატარდა მათი სახლის ჩხრეკაც.
მოსტეფას უფროსი ძმა ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციაში. "ეს საშინელება და დიდი უაზრობაა, გასულ ღამე მე თვითონ პარიზში ვიყავი და ვნახე იქ რა კოშმარი ტრიალებდა", - განუცხადა მან სააგენტო "ფრანს პრესს" დაპატიმრებამდე.
მისი თქმით, უკვე რამდენიმე წელია, რა უმცროსი ძმა რა უნახავს. ფრანსუა მოლენის განცხადებით, ასევე დაკავებულია სამი ადამიანი ბელგიაში, რომლრბიც ამ თვადასხმას უკავშირდებიან, აღსანიშნავია, რომ ბელგიაში თანამონაწილეების ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც პარიზში, "ბატაკლანთან" ოპოვეს ავტომობილი ბელგიური ნომრებით.
პარიზის პროკურორ მოლენის თქმით, შვიდივე "ბოევიკი" იყენებდა "კალაშნიკოვის" ავტომატსა და ერთი ტიპის შაჰიდის ქამარს.
მისევე თქმით, ამჟამად გამოძიება ორი მანქანის ასავალ-დასავალს ეძებს, ერთია შავი Seat, რომელიც ტერორისტებმა ორი თავდასხმისას გამოიყენეს, მას ჯერ კიდევ ეძებენ და შავიVolkswagen Polo ბელგიური ნომრებით, რომელიც საკონცერტო დარბაზთან იპოვეს. მოლენის განცხადებით, ეს მანქანა ბელგიაში ბელგიაში მცხოვრებმა ფრანგმა იქირავა, რომლის ტერაქტთან კავშირს იკვლევენ.
ის დააკავეს შაბათ დილით ბელგიის საზღვარზე, როდესაც ავტომობილში ორ სხვა მგზავრთან ერთად იყო.
ბი-ბი-სი -ს კორესპონდენტის ჰიუ სკოფილდის ინფორმაციით, გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი ჯგუფი თავდამსხმელების, რომელთაც გაქცევა შეძლეს.
მას შემდეგ, რაც სტადიონთან, ერთ-ერთი თვითმკვლელის აფეთქების ადგილზე იპოვეს სირიული პასპორტი, რომელიც აჰმედ ალ მოჰამედის სახელზე იყო გაცემული, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა სწორედ ის ყოფილიყო ამ ტერორისტული თავდასხმების ორგანიზატორი, რადგან ეს ადამიანი ახალი ჩამოსული იყო სირიიდან.
საბერძნეთის ხელისუფლების განცხადებით, ამ პასპორტით საბერძნეთში როგორც სირიელი დევნილი ისე დარეგისტრირდა სირიის მოქალაქე. თუმცა საფრანგეთის სპეცსამსახურები ეჭვობენ, რომ პასპორტი გაყალბებულია.
გთავაზობთ პარიზში მომხდარი ტერაქტების ქრონოლოგიას:
- 21.20 - პირველი აფეთქება სტადიონ "სტად დე ფრანსთან"
- 21.25 - სროლა ბარ Le Carillon -თან და Le Petit Cambodge -სთან, ალიბერის ქუჩაზე
- 21.30 - მეორე აფეთქება სტადიონ "სტად დე ფრანსთან"
- 21.32 - ისევ სროლა ქუჩების ფანტონ-ო -რუასა და ფობურ-დიუ -ტამპლის გადაკვეთაზე
- 21.38 - სროლა ვარ La Belle Equipe -სთან შარონის ქუჩაზე
- 21.43 - აფეთქება ბულვარ ვალტერთან საკონცერტო დარბაზ "ბატაკლანთან"
- 21. 49 - შეჭრა თეატრ "ბატაკლანში, სროლ ადა ბოლოს აფეთქება
- 21. 53 - მესამე აფეთქება სტადიონ "სტად დე ფრანსთან"