”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ყველაზე დიდი ოპერაცია იწყება” - ჰაკერების ჯგუფმა ისლამისტებს ”ტოტალური ომი” გამოუცხადა
საფრანგეთში მომხდარი მასობრივი ტერორისტული აქტის შემდეგ, ჰაკერების ჯგუფმა Anonymous ”ისლამურ სახელმწიფოს” ”ტოტალური ომი” გამოუცხადა.
მათ განაცხადეს, რომ ”ისლამური სახელმწიფოს” ყველა ონლაინწევრს იპოვნიან.
საბრძოლო მისიაზე ინფორმაცია, რომელიც ტერორისტების პროპაგანდის ამოძირკვას გულისხმობს , YouTube- ს საშუალებით გავრცელდა. ვიდე მიმართვაში ჰაკერ აქტივისტს გაი ფოქსის საკულტო ნიღაბი ეკეთა, მისი განცხადებით ”იწყება ყველაზე დიდი ოპერაცია ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ, რაც კი აქამდე ჩაუტარებიათ”.
მათი უნარჩვევების გამოყენებით, ისინი პირობას იძლევიან, რომ ”საზოგადოების გაერთიანებით” ”ისლამური სახელმწიფო" უნდა ელოდოს ყველაზე დიდ და მასობრივ კიბერთავდასხმებს.
”ანონიმები, მთელი მსოფლიოს მაშტაბით გიპოვიან თქვენ... გიპოვით და არ მოგცემთ თავის დაღწევის საშუალებას”- განაცხადა ვიდეო ჩართვისას მოსაუბრემ.
”ომი გამოცხადებულია და იყავით მზად!.. ფრანგები უფრო ძლიერები არიან და ამ სიტუაციიდანაც გამოვლენ” - ჰაკერქტივისტების ჯგუფი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ისინი "შარლი ებდოს" ტრაგედიის შემდეგ, ფრანგულ კიბერსაზღვრებს მოსალოდნელი თავდასხმებისგან იცავდნენ .
ერთი წლის განმავლობაში, მათ აღმოაჩინეს და დაბლოკეს უამრავი პროფილი "ტვიტერზე", რომლითაც ტერორისტები სარგებლობდნენ. მათ ასევე აღმოაჩინეს ათასზე მეტი ვებგვერდი და 5 900 - ზე მეტი ვიდეომიმართვა, რომელიც ტერორისტთა პროპაგანდას ეწეოდა.
თარგმნა ეკა გადახაბაძემ