World Press Photo 2014 - კვირის პალიტრა

World Press Photo 2014

ახლახან ამსტერდამში პრესტიჟული, ყოველწლიური ფოტოკონკურსის World Press Photo-ს გამარჯვებულები 57-ედ გამოცხადდა.

ამერიკელმა ჯონ სტანმეირმა პრიზი კატეგორიაში ”2013 წლის საუკეთესო ფოტო” მიიღო. ფოტოზე აფრიკელი იმიგრანტები ჯიბუტის სანაპიროზე ღამით მობილურ ტელეფონებს მაღლა სწევენ მშობლიური სომალიდან სიგნალის დასაჭერად. ჟიურის ერთ-ერთი წევრი ჯილიან ედელსტაინი აღნიშნავს, რომ ჩვეულებრივ, მიგრანტებს ფოტოზე ასახავენ, როგორც ღარიბ, გატანჯულ და ჭუჭყიან ადამიანებს. ამ ფოტოზე კი ისინი იმედითა და ღირსებით სავსენი არიან.

მეორე ადგილი კატეგორიაში ”საერთო ახალი ამბები”

2013 წლის 17 ნოემბერი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა. დემონსტრანტები ბანგუის ქუჩაში პრეზიდენტ მიშელ ჯოტოდიას გადადგომას ითხოვენ მოსამართლე მარტინე ბრიას მკვლელობის შემდეგ, რაც სელეკის – აჯანყებულთა მუსლიმანური დაჯგუფების წევრებმა ჩაიდინეს. (John Stanmeyer—VII for National Geographic)

მესამე ადგილი კატეგორიაში ”ცალკეული ახალი ამბები”

2013 წლის 25 აპრილი, დაკა, ბანგლადეში. საქსოვი ფაბრიკის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულები. (Taslima Akhter)

მეორე ადგილი კატეგორიაში ” ადამიანები/დაკვირვებითი პორტრეტები”

ბობი გამოჯანმრთელებისკენ მიდის. (Peter van Agtmael—Magnum Photos for TIME)

იხილეთ ვრცლად