ბანკინგი სომალურად
2010 წელს აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ, ჯერ ზიმბაბვეში, ხოლო შემდეგ სომალიში ვალუტა ისე მკვეთრად გაუფასურდა, მოსახლეობა იძულებული იყო ფული ტომრებითა და ურიკებით ეტარებინა. მაშინ ეს დანარჩენი მსოფლიოსთვის საკმაოდ თვალსასეიროდ გამოიყურებოდა. დღევანდელ საქართველოში კი მაშინდელი ერთ-ერთი ილუსტრირებული პოსტის გახსენება შესაძლოა დიდად სასაცილო აღარც იყოს…
ვრცლად იხილეთ "დუდანას ბლოგზე"
“სომალილენდი ეს სომალის ნაწილია. აუღიარებელი სახელმწიფო, რომელიც რუკებზე არ არსებობს. ისეთივე როგორც ირანის ქურთისტანი, ტომების ტერიტორიები პალისტანში ან აჩეხის პროვინცია ინდონეზიაში.
100 დოლარის გადახურდავებისას მიიღებთ დაახლოებით 13 დასტა ფულს ანუ მომცრო ტომსიკას, ხოლო 1000 დოლარის გადაცვლის შემთხვევაში – მოზრდილ ტომარას.
საბოლოოდ თავისთავად ისე გამოვიდა, რომ ინფლაციის გამო სომალილენდისთვის საკუთარი ფული ქვეყნის მთავარ ღირშესანიშნაობად იქცა. გაუგებარია, რატომ არ შეიძლება გამოუშვან მათ 1000-შილინგიანი, 5000-შილინგიანი ან მეტი ნომინალის კუპიურები? ეს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვისთვის ერთგვარი ეშმაკობა ხომ არ არის?