ვინ მოკლა თურქების მიერ ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის მფრინავი კატაპულტირებისას?!
დაჯგუფების წევრებმა პირდაპირ დაარღვიეს ჟენევის კონვენცია, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ესროლო პარაშუტისტს, რომელმაც თავი დააღწია ავარიულ ავიახომალდს.
ალფასლან ჩელიქმა, რომელიც კატაპულტირებული რუსი მფრინავის ლიკვიდაციის ოპერაციას ხელმძღვანელობდა, საზოგადოებას თავი თურქმენად გააცნო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის ნეოფაშისტურ შეხედულებების თურქია.
დაჯგუფების მეთაური სააგენტო "როიტერის" ჟურნალისტების წინ რუსი გარდაცვილი მფრინავის პარაშუტის ნაწილით პოზირებდა და ამაყად აცხადებდა, რომ მის მკვლელობას ხელმძღვანელობდა.
დასავლური მედიის ინფორმაციით, დაჯგუფების მეთაური ვითომ სირიელი თურქმენი, რომელმაც რუსი მფრინავი მიწაზე დაშვებისას მოკლა , სინამდვილეში თურქეთის მოქალაქე აღმოჩნდა. ის თურქეთის ერთ-ერთ პროვინცია ელაზიგის ქალაქ ქებანის ყოფილი მერის შვილია.
ჩადენილი ქმედებით დაჯგუფების წევრებმა პირდაპირ დაარღვიეს ჟენევის კონვენცია, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ესროლო პარაშუტისტს, რომელმაც თავი დააღწია ავარიულ ავიახომალდს. ზოგიერთი ინფორმაციით, ერთი წლის წინ ალფასლანი ერაყში იბრძოდა, ახლა კი სირიაში იბრძვის. გავრცელებულ კადრებში, ბანდის მეთაური ცისფერი დროშის ფონზე შეიარაღებულ მებრძოლებთან ერთად დგას და იყენებს იმ ჟესტიკულაციას, რომელსაც რადიკალი მუსულმანური ტერორისტული დაჯგუფების წევრები იყენებენ. მამაკაცმა თურქული ახალგაზრდული ორგანიზაცია "ბოზქურთის" ოგივე "რუხი მგლების" ჟესტი გამოიყენა, ამ დაჯგუფების წევრები ულტრამემარჯვენე თურქი ნაციონალისტები არიან და ნეოფაშისტურ იდეოლოგიას იზიარებენ.
თარგმნა ეკა გადახაბაძემ