ინტერპოლმა ერეკლე კოდუას ძებნა შეწყვიტა - კვირის პალიტრა

ინტერპოლმა ერეკლე კოდუას ძებნა შეწყვიტა

"ინტერპოლმა" ძებნის შეწყვეტის გადაწყვეტილება ადვოკატების მიმართვის საფუძველზე მიიღო

სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას მიმართ საერთაშორისო ძებნა შეწყდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კოდუას ადვოკატმა, ოთარ კახიძემ განუცხადა, "ინტერპოლმა" ძებნის შეწყვეტის გადაწყვეტილება ადვოკატების მიმართვის საფუძველზე მიიღო.

"ინტერპოლისადმი" მიმართვა ეხება რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელთა მიმართაც საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნა ხორციელდება". ადვოკატის თქმითვე, ერეკლე კოდუა ევროკავშირის წევრ ერთ-ერთ ქვეყანაში იმყოფება.

სუს-ის ყოფილი უფროსის მიმართ საქართველოში 3 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მას აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობაც აქვს შეფარდებული.

"ინტერპრესნიუსი"