"პატრიარქს პატიმრების შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს" - კვირის პალიტრა

"პატრიარქს პატიმრების შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს"

"ამაზე ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან და ალბათ პრემიერი დააყენებს ამ საკითხს"

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებით, პატრიარქს პატიმრების შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს.

ზემოთ აღნიშნული პატრიარქმა მას შემდეგ ბრძანა, რაც მსჯავრდებულების დადგმული სპექტაკლი - "ჩემი მძევალი ანგელოზები" ნახა. პატრიარქის სიტყვით გამოსვლას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრო, თუმცა პატრიარქის განცხადებაზე პრემიერს კომენტარი არ გაუკეთებია.

"ვფიქრობ, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები და ბრალდებულები. ამაზე ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან და ალბათ პრემიერი დააყენებს ამ საკითხს", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა სპექტაკლში მონაწილე მსჯავრდებული ქალები დალოცა და ბეჭდებით დაასაჩუქრა.

"ინტერპრესნიუსი"