"პუტინს მალე პლასტიკური ოპერაცია დასჭირდება, ცხვირი რომ არ გაეზარდოს" -პუტინის წკიპურტები და სააკაშვილის პასუხი - კვირის პალიტრა

"პუტინს მალე პლასტიკური ოპერაცია დასჭირდება, ცხვირი რომ არ გაეზარდოს" -პუტინის წკიპურტები და სააკაშვილის პასუხი

"ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს ჩემი დავიწყება არ შეუძლია"

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შემაჯამებელ, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, სადაც სხვადასხვა ქვეყნი ჟურნალისტებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა, ქართველი ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხის გაცემისას, შეეხო 2008 წლის ომსა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს.

რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში საქართველოს ყოფილი მთავრობის წევრების საქმიანობას შეეხო და ამ პროცესს "პოლიტიკური მოღვაწეების ექსპორტი" უწოდა. მისი თქმით, ამ გუნდმა უკრაინა "საგარეო მართვის ქვეშ მოაქცია".

ვლადიმირ პუტინმა შეახსენა აუდიტორიას, რომ აშშ-ში სააკაშვილს სამუშაო ვიზა არ მისცეს და უკრაინაში გააგზავნეს. უკრაინაში სააკაშვილის დანიშვნას პუტინმა "უკრაინელი ხალხისთვის შეფურთხება" უწოდა.

პუტინის განცხადებები უპასუხოდ არ დატოვა ოდესის გუბერნატორმა. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, პუტინს მისი "დავიწყება არ შეუძლია". ეს უკანასკნელი ვლადიმირ პუტინის განცხადებას "ფეისბუკში" გამოეხმაურა.

"როგორც ყოველთვის, პუტინმა მე გამიხსენა. ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს ჩემი დავიწყება არ შეუძლია. ჩემი საქმიანობა უკრაინაში მას ძალიან არ მოსწონს და მე მისი მესმის. თუ უკრაინაში კორუფციას ხერხემალში გადავტეხავთ და სიღრმისეულ რეფორმებს გავატარებთ, მისი სიცრუის იმპერია კარტის სახლივით დაიშლება. პუტინმა მორიგი ტყუილი თქვა, რომ ამერიკელებმა ვიზა არ მომცეს, მაშინ როცა სამწლიანი სამუშაო ვიზა მაქვს. ჩემთან დაკავშირებით იმდენი ტყუილი ილაპარაკა, მალე პლასტიკური ოპერაცია დასჭირდება,  ცხვირი რომ არ გაეზარდოს".