ქართველი ხელოსნები - კასტა, რომელთანაც სიცრუის და გადაგდების ამბავში პოლიტკოსები ახლოსაც ვერ მივლენ - კვირის პალიტრა

ქართველი ხელოსნები - კასტა, რომელთანაც სიცრუის და გადაგდების ამბავში პოლიტკოსები ახლოსაც ვერ მივლენ

ყველაზე მატყუარა ხალხი

თქვენ გგონიათ საქართვლეოში ყველაზე მატყუარა ხლახი პოლიტიკოსები არიან? - როგორ გეკადრებათ! საქართვლეოში არის კასტა, რომელთანც სიცრუის და გადაგდების ამბავში პოლიტკოსები ახლოსაც ვერ მივლენ. ეს არიან ქართველი ხელოსნები. მნიშვნელობა არ აქვს რისი ხელოსანია - მანქანის თუ სახლის.

თუ ხელოსანია, თავს პირდაპირ ვალდებულად მიიჩნევს მოგატყუოს. სხვანაირად მუშაობა, უბრლაოდ ვერ წარმოუდგენია. ხელოსნების წრეში კარგ ხელოსნად მაშინ ითვლები, თუ კარგად იტყუები! ეს ერთადერთი კრიტერიუმია. ვის აინტერესებს, შენი პროფესიონალიზმი. მთავარია, კარგად იტყუებოდე. ქართველი ხელოსნისთვის კლიენტის მოტყუება და გადაგდება წმინდა საქმედ ითვლება. თუ ეს არ შეგიძლია, რა ხელოსანი ხარ?! არ არსებობს არანაირი რეგულაცია, არანირი მექანიზმი, რომ მათ უჩივლო და სადმე სამართალი იპოვო. ერთადერთი რეგულაცია ქუჩაა. ქუჩურ ამბავში უნდა გაურჩიო საქმე! თუ ეს არ შეგიძლია, გაგატყავაბენ!

საზღვარგარეთ ყველა ხელოსანს ლიცენზია სჭირდება, აქ კი "მალიარი" ისე გეტყვის "ელექტრიკი" ვარო, წამოგყვება და სახლში ელექტროობას დაგიმონტაჟებს, რომ თავლს არ დაახამხებს და ვერც შენ მოსთხოვ ამის დამადასტურებელ საბუთს. მერე რამე რომ მოხდეს, პასუხასც ვერ მოსთხოვ.

ლიცენზირების რაიმე უწყება რომ არსბობდეს, იქ მაინც უჩივლებდი, მაგრამ საქართვლეოში რა გინდა ქნა? დამატებით კიდევ შენ უნდა მოიშალო ნერვები, იჩხუბო და შედეგი არის ნული! მე არ ვიცი შეიძლება არიან გამოანკლისები და თქვენ შეგხვედრიან პატიოსანი ხელოსნები, მაგრამ მე - არა!

ან რატომ უნდა ვიყოთ დამოკდიებული მათ პატიოსნებაზე?! რატომ არ უნდა არსებოდბეს, რამე მაკონტრელებელი უწყება, სადაც გამოცდის ჩაბარება და ლიცენზიის აღება ხელოსნისთვის სავალდებულო იქნება?! უწყება, ვინც შეამოწმებს, ეს კაცი მართლა ელექტრობის ოსტატია თუ "ყველაფერჩიკია". თუ ცუდად და არასწორად გააკეთებს, შეგეძლება უჩივლო ამ ლიცენზიის გამცემ უწყებაში და მათ სანქციები გაატარონ, ლიცენზია დროებით შეუჩერონ, ან რამე ამდაგვარი. მოკელდ ცივილიზებულად გვარდებოდეს ეს საქმე და არა ქუჩაში, თანაც ქართველი მომხმარებელი იყოს დაცული და არა მუდმივად გადაგდებული?!

აი, ეს ამბავი რას მოვაყოლე: ორი წლის წინ მანქნაში ძრავის გამოცვლა დამჭირდა. გამოვცვალე და, ბუნებრივია, არცთუ მცირე თანხა გადავხიადე. ახლა ძრავს პრობლემები ისევ შეექმნა და სხვა ხელოსანთან მივიყვანე. იმან რომ გახსნა, მეუბნება ეს ძრავი ისეთი ნაჩალიჩარია, რომ ეტყობა თავის დროზე არც გამოგიცვალეს, შენი ძველი ძრავი შეაკეთეს და შენ გითხრეს, ვითომ ახალი ჩასვესო. ახლა ეს მეუბნება, ისევ გამოსაცლელია და მე მენდე, მე ნაღდად გამოგიცვლიო. როგორ უნდა გავარკვიო, მართლა გამოსაცვლელია, თუ - არა? მანქნაიდან ამოღებულ ძრავს სხვა ხელოსანთან ხომ ვერ წაიღებ? უკვე დაშლილია მაქანა. ან ვითომ გამოცვლის? ერთადერთი გზაა, ყველა სხვა საქმეს მოწყდე და თავზე დაადგე, მაგრამ თუ მანქანებში კარგად ვერ ერკვევი, მაშინაც თავისუფლად შეუძლია მოგატყუოს. თავის დაცვა თუ გინდა, შენც ძრავის ამბავში კარგად უნდა გაერკვე, მერე სხვა რამე რომ გაგიფუჭდება, იმაშიც უნდა გაერკვე და ასე ყველა პროფესიას უნდა დაეუფლო, თორემ ჩათვალე, გატყავებული ხარ. სახელმწიფო კი ამ მძარცველებისგან საერთოდ არ გვიცავს! ხალხიც ამ დროს შენ უფრო განგიკითხავს, დებილი ყოფილხარ თავი რომ მოატყუებინეო, თორემ ხელოსანი რომ მომტყუებელია, ამას ყველა შეგუებულია და არც კიცხავენ ამის გამო, თითქოს წესითაც ასე უნდა იყოს!