ღარიბაშვილი წავიდა - მისი გადადგომის მიზეზი მოსამართლე მურუსიძის ლობირება გახდა?!
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადება თავად პრემიერმა გააკეთა:
"ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, მოგეხსნებათ, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება. დღემდე თითოეული ჩემი ნაბიჯი გამომდინარეობდა იმ პასუხისმგებლობიდან, რასაც არჩევანი მაკისრებდა, როდესაც ვიღებდი გადაწყვეტილებას იქნებოდა ეს ოჯახის შექმნის, კარიერის არჩევისა თუ პოლიტიკაში წასვლის შესახებ, ანუ მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გავერთიანდით ქვეყნის გადასარჩენად. ჩვენი ბრძოლა 2012 წელს ჩვენი ხალხის გამარჯვებით დაგვირგვინდა. ნამვდილად მეამაყება, რომ წილად მხვდა პატივი ამეღო უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის და ერის წინაშე. ჩვენს გუნდთან ერთად გამეგრძელებინა ქვეყნსი საკეთილდღეოდ დაწყებული საქმე. ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა მშვიდობა და სტაბილურობა, კანონიერება და ჰუმანურობა. ჩვენს მოქალაქეებს დავუბრუნებთ ყველაზე მთავარი, თავისუფლება და ღირსება. ასევე, ჩვენს მიერ გატარებული მასშტაბური რეფორემბით შევქმენით მყარი საფუძველი ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობისთვის. ჩვენ ასევე მივაღწიეთ ისტორიულ შედეგებს, გავაფორმეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და დავიწყეთ თავისუფალი ვაჭრობა. მივიღეთ თანხმობა ასევე უვიზო მიმოსვლაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის, რითაც უკვე შეუქცევადი გახდა ჩვენი ქვეყნსი ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში.
დღეს ისე როგორც არასდროს ადამიანზე ორიენტირებული და პრაგმატული პოლიტიკით, ჩვენი ევროპული პერსპექტივით ყალიბდება რეალური საფუძველი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული ფუნქციის აღდგენაზე, საქართველო აქტიურად ჩაერთო აბრეშუმის გზის საერთაშორისო პროექტში და ხდება რეალურად დამაკავშირებელი ხიდი აზიასა და ევროპას შორის.
მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადადგა უპრეცენტო ნაბიჯი და მისი პოპულრაობის ზენიტში მყოფმა მისივე გადაწყვეტილებით დატოვა თანამდებობა, მან შექმნა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აკეთოს პოლიტიკოსმა ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე, როგორც დროული მოსვლით ისე დროული წასვლით თანამდებობიდან.
ჩემთვის თანამდებობა, იქნებოდა ეს შს მინისტრობა თუ პრემიერ-მინისტრობა, ზოგადად ხელისუფელბაში ყოფნა, არასოდეს ყოფილა თვითმიზანი. ჩემთვის ეს არის უბრალოდ საშუალება, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანს და ხალხს. ეს არის ჩემი პოლიტიკური მრწმასი. ასეთი პოლიტიკური კულტურის დმაკვიდრება დაიწყო სწორედ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, ვიანიდან ჩვენ კიდევ ახალგაზრდა დემორკატია გვაქვს ამიტომ დიდი მნიშვნელოა აქვს თუ რა მაგალითს მივცემთ ჩვენს მომავალ თაობას. თანამდებობები დროებითია, მარადიული არის უფალი და სამშობლო, ამიტომ დღეს მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პრემიერ-მინისტრის თამამდებობა. მინდა ვუსურვო წარმატება ჩვენს მომავალ პრემიერ-მინისტრს"
ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაციები დღეს დილიდან ვრცელდებოდა. გავრცელდა ისიც, რომ პრემიერ-მინისტრის მოვალეობას საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეასრულებს, რომელსაც შემდეგ პარლამენტის უმრავლესობა პრემიერის პოსტზე ოფიციალურად წარადგენს. თავდაპირველად პრემიერის პრესსამსახურმა ინფორმაცია არ დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, მოვლენები იმან დააჩქარა, რომ ღარიბაშვილი მოსამართლე ლევან მურუსიძეს ლობირებდა.პრემიერის გადადგომის შემდეგ უფლებამოსილება ყველა მინისტრს შეუწყდა.
იხილეთ ასევე: "არ მესმის რატომ უნდა გადადგეს" - ღარიბაშვილს კვირიკაშვილი შეცვლის?