ასე ვგავართ სულელებს?
(მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)
ამ ახლი წლის დღეებში მინდოდა რაიმე მსუბუქ თემაზე დამეწერა, მაგრამ არ გამოდის, რადგან 2015 წლიდან 2016-ში ერთი მძიმე ფიქრი გადმომყვა - ასე ვგვართ სულელებს? ქართველი ხალხი მართლა ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს? სხვანაირად ვერ ამიხსნია, ყველა ჩვენს გასულელებას რატომ ცდილობს?
აბა, რა იყო ივანიშვილის ბოლო სატელევიზიო გამოსვლა, თუ არა ჩვენი გასულელების მცდელობა?
ასე მის არცერთ გამოსვლას არ აღუშფოთებივარ. კი, ადრეც ბევრ საკრიტიკოს ამბობდა, ბევრს ისეთს, რომელშიც არ ეთანხმებოდი, მაგრამ ახლა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მისი ეს გამოსვლა ცინიზმით გამოირჩეოდა. იმის შეგრძნებით, რომ რაც უნდა თქვას, ხალხი ყველაფერს ჭამს.
აი, მაგალითად, ეტყვი ხალხს, რომ ღარიბაშვილის "წასვლის არსი მხოლოდ წასვლაშია" და ისიც დაიჯერებს, რადგან თურმე ახალ სტილს ვამკვიდრებთ ქართულ პოლიტკიკაში - მივიდვართ წარმატების პიკში. ხალხი დაიჯერებს, წავიდა, რათა "სხვებსაც მისცეს საშუალება ძალა მოსინჯონ". ანუ დახლოებით ისე, როგორც ფეხბურთის მწვრთნელები იქცევიან ზოგჯერ, გუნდი რომ ჩემპიონი გახდება, მაშინ მიდიან, რათა წარმატებულის სახელი დატოვონ. უბრალოდ, ბატონ ბიძინას დაავიწყდა ეთქვა, რისი ჩემპიონი გახადა ჩვენი გუნდი ბატონმა ღარიბაშვილმა, რომელი თასი ან ტურნირი მოვიგეთ, ამის იქეთ მეტის მიღწევის პერსპექტივა რომ ვერ დაიანხა და გამარჯვებული და თავაწეული წავიდა?! მსოფლიო ჩემპიონები გავხდით, ევროპის ჩემპიონები თუ ჩემპიონთა თასი ავწიეთ?! იქნებ, ისევ ერთ-ერთი მაჩანჩალა ქვეყანა არ ვართ და ჩვენ გვეჩვენება პრობლემები? აა, ეს ხომ საერთაშორისო კრიზისის ბრალია, თორემ საქართველო ერთ-ერთი წარმატებული ქვეყნაა და "არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ღარიბაშვილმა თავი ვერ გაართვა". უბრლაოდ, მოუნდა და "წავიდა წარმატების პიკში".
პრობლემა ის კი არა, რომ ღაირბაშვილი წავიდა. წასვლის უფლება ყველას აქვს. პრობლემა ისაა, რომ გვასულელებენ. ერთ ტყულს რომ გადაყლაპავ, მერე მეორეს მოგაყოლებენ, სულ ცხელ-ცხელს მოგაყრიან. გეტყვიან, რომ მურუსიძე დამნაშავე კი არა მსხვერპლი იყო, რადგან სისტემა იყო ასეთი, ამიტომ არც მისი დანიშვნაა პრობლემა, რადგან, ვინც სისიტემას ემსახურებოდა ყველას ხომ არ გავყრით და ხალხს კოსმოსიდან ხომ არ მოვიყვანთ? ანუ გეტყვიან, რომ ქვეყანაში წესიერ და პატიოსან ვერც მოსამართლეს იშოვი, ვერც პროკურორს და ვერავის ამიტომ ისევ იმათ უნდა ვენდოთ, ვინც სააკაშვილის დროს სისტემას თავდახრილი ემსახურა. გეტყვიან, რომ მურუსიძის წინააღმდეგ დაწყბეული კამპანია პრეზიდენტ მარგველაშვილის მცდელობაა გავლენა მოიპოვოს სასამრთლოზე და მეტი არაფერი. მთელი საზოგადოება რომ შფოთავს, ესეც არაფერი, ყველანი მარგველაშვილის მხვერპლი ვყოფილვართ.
ამასაც რომ გადაყლპაავ, მერე დესერტიც ხომ უნდა დააყოლო?! ისე როგორ იქნება? რა ჯობია ტკბილ ტყუილს თავზე მოყრილი იმედებით. თურმე დაპირება, რომ მესამე წელი უკეთესი იქნებოდა, ხოლო მეოთხე წელს ყველანი საკუთარ ჯიბეზე ვიგრძნობდით, მხოლოდ იმას ნიშნავდა, რომ ბიზნესისთვის გარემო გაუმჯობესდებოდა და მეტს არაფერს. გარემოს გაუმჯობესებამ, რომ სასურველი შედეგი ვერ მოიტანა, მსოფლიოში დაწყბეული კრიზიის ბრალია, ბიძინა და მთავრობა რა შუაშია...
ამიტომ ახლა ისევ სიტყვაზე უნდა ვენდოთ, რომ ეს კრიზისი 2016-ში მორჩება და 2017-დან აღმავლობის პერიოდი დაიწყება.
ივერიის გაბრწყინების ახალი თარიღი - 2017!
2017-შიც თუ არ დაიწყო, მერე ალბათ გვეტყვიან 2020-ში დაიწყებაო, მერე 2025-შიო და ასე ვივლით, როგორც ვირი წინ ჩამოკიდებული თივის ბულულით. სულ გაჭირვებულები ხომ არ ვიქნებით, ოდესღაც ალბათ ჩვენთანაც გამოიდარებს, ვთქვათ 2030-ში, ან 2040-ში. ჰოდა, მერე გვეტყვიან აი, ხომ გეუბნეოდით, თქვენ კი არ გჯეროდათო!
თავში კითხვა დავსვი, ყველა ჩვენს გასულელებას რატომ ცდილობს-მეთქი? - ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს: ეტყობა, ჩვენც მუდამ ვსულელედებით და იმიტომ.
იხილეთ ასევე: წლის სირცხვილი - დღეიდან "ოცნებას" უფლება არა აქვს, გირგვლიანის საქმეზე ხმა ამოიღოს!