როგორ დაარეგულირებს ონლაინ კაზინოების მუშაობას მთავრობის მიერ შემოღებული მკაცრი რეგულაციები - კვირის პალიტრა

როგორ დაარეგულირებს ონლაინ კაზინოების მუშაობას მთავრობის მიერ შემოღებული მკაცრი რეგულაციები

ხშირია შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები სათამაშოდ სხვა ადამიანის პირადობის დამადასტურებელ მოწმობას იყენებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, ონლაინ კაზინოების მიმართ შესაძლოა, მკაცრი რეგულაციები ამოქმედდეს. მთავრობა საკითხის საფუძვლიანად შესწავლას გეგმავს. კვირიკაშვილის თქმით, მიიღებენ ზომებს, რათა თავიდან იქნას აცილებული ის ზიანი, რომელიც სათამაშო ბიზნესს მოაქვს მოქალაქეებისთვის. საქართველოში ინტერნეტ-კაზინოების ბიზნესი დღეს ერთ-ერთი ყველაზე რთულად გასაკონტროლებელი და პრობლემური სფეროა. არსებული პრაქტიკით, ონლაინ-კაზინოებში დარეგისტრირება ინფორმაციის გადამოწმების გარეშე ხდება, რაც საშუალებას იძლევა, რეგისტრაცია ყალბი და ცრუ მონაცემების საფუძველზე მოხდეს. ხშირია შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები სათამაშოდ სხვა ადამიანის პირადობის დამადასტურებელ მოწმობას იყენებენ.

აღსანიშნავია, რომ არ არსებობს შესაბამისი რეგულაციები, რომლებიც არეგულირებენ საიდენტიფიკაციო წესების შექმნას. ზოგი ინტერნეტ კაზინო კლიენტის შესახებ ინფორმაციას იღებს მისი რეგისტრაციის დროს სახელითა და პირადი ნომრით, თუმცა არანაირი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი არ არის მოთხოვნილი იმისთვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ერთმანეთს სახელი და რეგისტრირებული პირადობის ნომერი. არ არსებობს პრევენციული კონტროლის მექანიზმები იმისათვის, რომ არ მოხდეს ფიქტიური მონაცემების გამოყენება.

ამ ეტაპზე უცნობია, რა ტიპის რეგულაციები ამოქმედდება ინტერნეტ კაზინოების წინააღმდეგ და როგორი იქნება მთავრობის შემდგომი ქმედებები. თავად ონლაინ კაზინოები ,,ბიზნესპრესნიუსთან“ რაიმე კონკრეტული განცხადების გაკეთებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ. ექსპერტები კი რეგულაციების ამოქმედების საჭიროებაზე თანხმდებიან.

გაგრძელება