თბილისში მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
ქავთარაძის ქუჩაზე, მრავალსართულიანი მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მყოფი ადამიანების განცხადებით, შუა ხნის მამაკაცი მშენებარე კორპუსის მე-8 სართულიდან ჩამოვარდა. გარდაცვლილი მშენებლობაზე შვილთან ერთად მუშაობდა.
მშენებარე კორპუსიდან მუშების ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. როგორც შსს-ში აღნიშნეს, საქმე 240-ე მუხლით აღიძრა, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
"ინტერპრესნიუსი"