ამერიკული გამოცემის თანახმად, ქართული სამზარეულო ევროპაში მეოთხე ადგილს იკავებს - კვირის პალიტრა

ამერიკული გამოცემის თანახმად, ქართული სამზარეულო ევროპაში მეოთხე ადგილს იკავებს

ევროპის 48 ქვეყანას შორის, იტალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის შემდეგ, ქართული ტრადიციული სამზარეულო მეოთხე ადგილს იკავებს.

ამერიკული გამოცემა Thrillist-ის თანახმად, საქართველო ევროპის ქვეყნების იმ რიცხვში მოხვდა, რომელთაც ყველაზე გემრიელი ტრადიციული კერძები აქვთ.

ამ სიაში საქართველომ მეოთხე ადგილი, იტალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის შემდეგ დაიკავა.

"საქართველო იმ უძველეს გზაზე მდებარეობს, რომელიც ევროპას აზიასთან და ახლო აღმოსავლეთთან აკავშირებს, აქ კერძები უნიკალური და ძალიან მდიდარ გემოთი გამოირჩევა. მზარეულები გამოიყენებენ განსაკუთრებულ მცენარეებსა და სანელებლებს, როგორიცაა ქინძი, ზაფრანა, ისინი ისეთ კომბინაციებშია გამოყენებული, რომ მსგავს შერწყმას სხვა რეგიონებში ვერსად ნახავთ"- ნათქვამია სტატიაში.

საინტერესოა, ისიც, რომ განსხვავებული მცენარეები და განსხვავებული სანელებლები თავად საქართველოს რეგიონებისთვის დამახასიათებელ კერძებშიც გამოიყენება.

Thrillist-მა ტრადიციული კერძებიდან გამოყო, ხაჭაპური, ხინკალი, ჩახოხბილი და კუჭმაჭი. ამათ გარდა, ქართულ სუფრაზე აუცილებლად შეხვდებით ყველს, ტყემალს, მწვანილსა და წიწაკას.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული გამოცემა Thrillist აქვეყნებს სტატიებს სხვადასხვა კერძებზე, სასმელებზე, მოგზაურობასა და სხვა.

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია

წყარო

მოამზადა ეკა გადახაბაძემ