"რუსეთი სულაც არ ყოფილა სტრატეგიული პარტნიორი და არც საქართველო მტერი" - აფხაზეთი ჩაბნელებას გადარჩა
"რა იქნება აფხაზეთისთვის საქართველოს მიერ გადახდილი ელექტროენერგიის საფასური?!" - კითხვები, რომლებიც ბოლო დროს აფხაზეთში გაჩნდა
აფხაზეთის უშუქოდ დარჩენის საფრთხის გარშემო მსჯელობის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ კომპანია "ჩერნომორენერგომ", აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე არსებული შეზღუდვა ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით 16 თებერვლიდან გააუქმა. არსებულ ყველაზე ოპტიმალური და მოკლევადიანი გამოსავალი ნაპოვნია, - აფხაზეთს ელექტოერნერგიას რუსეთის ფედერაცია მიაწოდებს.
"იმის გამო, რომ ტექნიკურად ელექტოენერგიის მიწოდება, მხოლოდ ცენტრალური სადისპეჩერო პუნქტიდან შესაძლებელია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, ელექტროენერგიის დეფიციტის აღმოსაფხვრელად აფხაზურ-რუსულ-ქართული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მხარეებმა შეიმუშავეს მოდელი, რომლის მიხედვითად აფხაზეთის რესპუბლიკას ელექტროენერგიას რუსეთის ფედერაცია მიაწვდის. ამან საშუალება მოგვცა თავიდან ავიცილოთ მარტში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, ეს ასევე საშუალებას გვაძლევს აფხაზეთი სრულყოფილად მოვამარაგოთ უხვი ნალექის დაწყებამდე", – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის თქმით: "საქართველო, საერთაშიროსო სამართალი და საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებს განვიხილავთ როგორც ერთიანი სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილს და შესაბამისად, მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა ერთნაირად იზრუნოს თითოეულ მოქალაქეზე. ეს არის ჩვენი კეთილი ნება და მყარი პოზიცია".
აფხაზეთის ხელმღვანელობის ამ გადაწყვეტილებას აფხაზურ საზოგადოებაში აზრთა სხვადსხვაობა მოყვა, - ერთი ნაწილის თქმით, უშუქო დარჩენას ყველაფერი სჯობია, რადგან მათ რამდენიმე დღის განმავლობაში, დაწესებულეი გრაფიკის გამო, დენის გამორთვა ძალზედ არასახარბიელო დროს უწევდათ, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა მათი საქმე. აღნიშნულ საკითხზე ცალსახად დუმან აფხაზოი მაღალჩინისნები, რომლებიც ბოლო დღეებია სოხუმის თეატრში გამართულ წარმოდგენაზე საუბრით არიან დაკავებული, რასაც აფხაზეთის უბრალო მოსახლეობის გაღიზიანება მოჰყვა...
ელზა ხოჭოლოვა, აფხაზეთის მკვიდრი:
- ნუთუ აღარ დადგა, რომ აფხაზეთს ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც ამ ძალზედ ელემენტარულ საკითხის დენის მუდმივ მიწოდების პრობლემას მაინც მოაგვარებს? გასაგებია, რომ სხვა საკითხები, ჯანდაცვა და სიკეთეები, ჯერაც რთული მოსაგვარებელია, მაგრამ ჩვენ ხომ ძალზედ პრიმიტიულ რამეს ვითხოვთ, - გვქონდეს დენი... ასეთ დროს კი, ჩვენი ხელოსუფლება, რამე ქმედითი ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად, სოხუმის თეატრის ამბებზე ლაპარაკობს, რომ თურმე დარბაზი გადავსებული იყო, ხალხი კი ბედნიერი და კმაყოფილია.
დათა წვიჟბა:
- "ჩერნომორნერგომ", ჯერ იყო და არც კი გაგვაფრთხილა, ისე გავგვითიშა დენი, შემდეგ ინსტუქცია მოაყოლა მის საქციელს, - იძულებული ვიყავით გრაფიკი დაგვაწესებინაო... შემდეგ მოსკოვში აფხაზური- რუსულ-ქართული შეხვედრა გამართულა, სადაც რამდენიმე ვერსია განუხილავთ და პრობლემის აღმოსაფხვრელად რუსეთიდან მოკლევადიანი სესხება განუზრახავთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, არავინ არაფერს გვეკითხება. ბოლო დროს დაიწყეს ლაპარაკი გამრიცხველიანებაზე, თუმცა, ვიდრე რუსეთი არ გამოგვიგდებს ლუკმას, მანამდე ამ თანხის შეგროვებას ჩვენი ხელმძღვანელობა თავს ვერ მოაბამს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხან რუსეთისთვის მოგვიწევს ხვეწნა, რომ უდენოდ არ დაგვრჩეთ და ხანაც საქართველოსთვის...
თავიდან იყო ლაპარაკი იმაზე, რომ აფხაზეთში 1 კილოვატი დენის საფასური 40 კაპიკი იქნებოდა, შემდეგ, გაირკვა, რომ ამ თანხას საქართველოს ხელისუფლება ფარავს, ანუ რუსეთი სულაც არ ყოფილა სტრატეგიული პარტნიორი და არც საქართველო მტერი, როგორც ამას ყველაზე ხშრიად ჩვენივე ხელისუფლება გვეუბნება, რადგან მტერი შენს განათებაზე არ იზრუნებს... და რის ფასად აკეთებს ამას საქართველო ჩვენთვის, რომლის ეკონომიკასასაც რბილად რომ ვთქვათ არ ულხინს?. რა გახდა ჩვენი ხელმძღვანელობისთვის ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი? - ამის შესახებ აფხაზეთის ხელმძღვანელობა დუმს. ამ ყველაფერს ორმაგი თამაშის ელფერი დაკრავს. რა იქნება საქართველოს მიერ გადახდილი ელექტროენეტგიის საფასური?
ამ დღეებში მოსკოვიდან აფხაზეთში ბრუნდება პრემიერ-მინისტრი არტურ მიქვაბია, რომლისგანაც აფხაზი საზოგადოება ამ ჩახლართული ენერგეტიკული თამაშების შესახებ დაგროვილ კითხვებზე პასუხის ელოდება და იმედია, მიიღებს... 2006 წლამდე აფხაზეთი იღებდა თანხას ელეტრონერგიის ტრანზიტისთვის, მას შემდეგ, რაც "ჩერნომორენერგოს" ხელმღვანელად რეზო ზანთარია მოვიდა, სიტუაცია ერთბაშად შეიცვალა, - თანხები სხვანაირად გადანაწილდა, ჩვენ დენის მოხმარებას ვუმატეთ და თურმე წვიმაც შეწყდა...
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)