გრიგოლიას შემდეგ "იმედიდან" რამიშვილიც გაუშვეს - კვირის პალიტრა

გრიგოლიას შემდეგ "იმედიდან" რამიშვილიც გაუშვეს

ტელეწამყვანმა შალვა რამიშვილმა ტელეკომპანია "იმედიდან" თანამშრომლობა შეწყვიტა. ამის შესახებ თავად წამყვანმა "ფეისბუკში" დაწერა. მისი თქმით, "იმედმა" მას ხელშეკრულება შეუჩერა.

"მეგობრებო, "იმედთან" ჩემი საქმიანი ურთიერთობა დასრულდა!

დღეს იმ კომპანიამ რომელიც "იმედის" დაკვეთით ამზადებს "ილო ბეროშილის შოუს", "ერთხელ საქართველოში" , ეთერში ჯერ არ გასულ სერიალს "2 გოგოს" უზრუნველყოფს ჩემს მონაწილეობას გადაცემა "პოლიტიკაში" "იმედისაგან მიიღო წერილი რომ ყველა ხელშეკრულება შეჩერებულია. მიზეზი ახსნილი არ არის.

შესაბამისად ამ პარასკევს მე ვერ წავიყვან თეონასთან ერთად "პოლიტიკას" . კვირას ვერ გავა "ილო ბეროშილის შოუ", ჩერდება გადაღების პროცესში მყოფი ახალი სერიალი. ვაპირებ ვითარების გარკვევას", - დაწერა რამიშვილმა.

რა გახდა შალვა რამიშვილის და ტელეიმედის თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზი, ამის გასარკვევად ambebi.ge რამიშვილს დაუკავშირდა.

- ჩემს შპს-ს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება "ტელეიმედთან", დღეს მივიღეთ შეტყობინება, რომ 5 აპრილიდან ტელეკომპანია წყვეტს ჩვენთან თანამშრომლობას, რაც ნიშნავს, რომ მე აღარ წავიყვან გადაცემას თეონა გეგელიასთან ერთად. ეთერში არ გავა არც "ილო ბეროშვილის შოუ" და არც "ერთხელ საქართველოში". რა გახდა ამის მიზეზი ეს წერილში ახსნილი არ არის. ვთხოვ ტელეკომპანიას გააკეთოს განცხადება და აგვიხსნას რა გახდა 50 კაცის სამსახურიდან გათავისუფლების და ამდენი გადაცემის გაჩერების მიზეზი.

- მოულოდნელი იყო ეს თქვენთვის?

კითხვის გაგრძელება

იხილეთ ასევე: შალვა რამიშვილი: "ინგა გრიგოლიამ საკუთარი სურვილით დატოვა "იმედის კვირა"

წყარო