"გადმოიღეს ავტომატები, ვაგიფი მოკლეს. ესროლეს აბილსაც" - დამნაშავეები ქვეყნიდან გაიქცნენ?! - კვირის პალიტრა

"გადმოიღეს ავტომატები, ვაგიფი მოკლეს. ესროლეს აბილსაც" - დამნაშავეები ქვეყნიდან გაიქცნენ?!

ქვემო ფონიჭალაში, ავტოსახელოსნოს წინ, ორი მამაკაცი ავტომატებით ჩაცხრილეს. 40 წლის ვაგიფ ვალიევი იქვე დაიღუპა, დამნაშავეებმა არც 44 წლის აბილ სამედოვი დაინდეს, რომელიც სროლის ხმაზე სახელოსნოდან დაჭრილის მისაშველებლად გამოვარდნილა. ტყვია მოშორებით მყოფ მესამე მამაკაცსაც მოხვდა და შედარებით მსუბუქად დაიჭრა.

ადილა ჰუსეინოვი, ავტოსახელოსნოს პატრონი: "მოკლულები ჩემი ნათესავები არიან. აბილ სამედოვმა "კამაზი" მოიყვანა გასაკეთებლად. იმ დღესაც მანქანის საქმეზე მოვიდა, ვაგიფ ვალიევი კი სოფელ ჭალაში ცხოვრობს. რუსეთიდან ახალი ჩამოსულია და ისიც ჩემს სანახავად იყო მოსული. როცა ვაგიფი თავისი მანქანიდან გადმოვიდა, ამ დროს მოვიდა "ოპელიც", იმ ვიღაცებმა გადმოიღეს ავტომატები, ვაგიფი მოკლეს. ესროლეს აბილსაც. ბიჭები მხეცებივით ჩახოცეს. მესამე დაჭრილი ელექტრიკოსია. ჩვენთან არ მუშაობს, მაგრამ როცა მანქანებს აკეთებენ, ბიჭებს მოჰყავთ ხოლმე. არ ვიცით, ვინ არიან მკვლელები და არც ის ვიცით, რატომ მოკლეს. როგორც გავიგეთ, დამნაშავეები უკვე წასულან საქართველოდან. ის ორი პირი, ვინც მათ საზღვრის გადაკვეთაში დაეხმარა, პოლიციამ დააკავა".

რას შეიძლება უკავშირდებოდეს მკვლელობა, სავარაუდო ვერსიები? - წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" 11 აპრილის ნომერში, ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, აირჩიეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია