"პოროშენკოსთვის ბოლო წვეთი "გარდიანთან" სააკაშვილის ინტერვიუ აღმოჩნდა" - კვირის პალიტრა

"პოროშენკოსთვის ბოლო წვეთი "გარდიანთან" სააკაშვილის ინტერვიუ აღმოჩნდა"

ოდესის გუბერნატორი უკრაინის ხელისუფლებას უპირისპირდება. ამჯერად მიხეილ სააკაშვილი გააღიზიანა გუბერნიის ადმინისტრაციაში ჩატარებულმა ჩხრეკამ. სამართალდამცავები მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელს, თემურ ნიშნიანიძეს, თანხების გაფლანგვას ედავებიან. თემურ ნიშნიანიძე ხელმძღვანელობს საქველმოქმედო ფონდს "ოდესის საკეთილდღეოდ". გაზეთ "კვირის პალიტრას" დაპირისპირების დეტალებზე უკრაინელი ჟურნალისტი ვლადიმირ ბოიკო ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

ვლადიმირ ბოიკო:

- პოროშენკოსთვის ბოლო წვეთი "გარდიანთან" სააკაშვილის ინტერვიუ აღმოჩნდა, სადაც ოდესის გუბერნატორი უკრაინის ხელისუფლების მთავარ პრობლემად პრეზიდენტს ასახელებს - მისი განცხადებით, პოროშენკო "უუნარო ადამიანებისგან ვერ გათავისუფლდა". ამ კრიტიკის პასუხად სააკაშვილმა მისი ფინანსური მაქინაციების გამოძიება მიიღო. სააკაშვილის უკრაინული ვოიაჟი დასასრულს უახლოვდება, ეს მხოლოდ დროის საკითხია. ამ ეტაპზე პოროშენკოს სააკაშვილის ქვეყნიდან გაგდება ხელს არ აძლევს, რადგან ოდესის გუბერნატორი შეეცდება, საერთაშორისო ორგანიზაციები დაარწმუნოს, რომ ის ოლიგარქებს არ დაემორჩილა და შურისძიების მსხვერპლი გახდა. თუ ოდესის გუბერნატორი თავად არ დატოვებს უკრაინას, უკრაინისთვის მოპარული ფულისთვის პასუხს ძალიან მკაცრად მოსთხოვენ.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გაიარეთ რეგისტრაცია ჩვენს საიტზე, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია" "სააკაშვილის ყულაბაც დაიხურა".