თამარ ტალიაშვილი ვაშლიჯვრის მოსახლეობას ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობის დაწყებას ულოცავს - კვირის პალიტრა

თამარ ტალიაშვილი ვაშლიჯვრის მოსახლეობას ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობის დაწყებას ულოცავს

დღეს, თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ბაღის საძირკველში სიმბოლური კაფსულა დღეს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ ჩადეს.

თამარ ტალიაშვილი: „ვაშლიჯვრის მოსახლეობას ჩვენ წინასაარჩევნოდ ვხვდებოდით, მათი რეალური საზრუნავი იყო ამ რაიონში ბაგა-ბაღის ნაკლებობა, ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ ამ დეფიციტს აღმოვფხვრიდით, სიმბოლურად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს იწყება ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა და ვულოცავ ვაშლიჯვრის მოსახლეობას და პატარებს. აღნიშნული ბაღის მშენებლობა 2017 წლის პირველ კვარტალში დასრულდება. მომავალ წელს, ამ დროისთვის აღნიშნული ბაღი გახსნილი იქნება. ასევე, რამოდენიმე დღის წინ ზემო ფონიჭალაში წლების წინ დახურიული N206 საბავშვო ბაგა ბაღი გავხსენით. წელს, ასევე, 9 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას ეყრება საფუძველი, გარდა ამისა, მზადდება კიდევ 13 პროექტი. 7 ბაღი უკვე სრულდება და ეტაპობრივად ვხსნით. გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, არსებითად ვაუმჯობესებთ სწავლების მეთოდიკას. 1- ელი სექტემბრიდან თბილისის ბაგა-ბაღებში პატარა აღსაზრდელები ფსიქოლოგის და ლოგოპედის მომსახურებასაც მიიღებენ".

საბავშვო ბაღში ათი ჯგუფი გაიხსნება და სააღმზრდელო პროცესში ჩართვას დამატებით 350-მდე ბავშვი შეძლებს.