საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Mott MacDonald Group-ი Colliers International Georgia-ს პარტნიორი ხდება - კვირის პალიტრა

საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Mott MacDonald Group-ი Colliers International Georgia-ს პარტნიორი ხდება

საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Mott MacDonald Group-ი Colliers International Georgia-ს პარტნიორი ხდება. კომპანიების თანამშრომლობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოიცავს. Mott MacDonald Group-ი Colliers International Georgia-სთან ერთად აქტიურად გეგმავს ქვეყნის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართულობას.

სწორედ ამ მიზნით თბილისში Mott MacDonald-ის ჩეხეთის ოფისის გენერალური დირექტორი რადკო ბუსეკი ჩამოვა და 1-2 ივნისს Colliers International Georgia-ს დირექტორთან ირაკლი კილაურიძესთან და მის პარტნიორ გიორგი ასათიანთან ერთად შეხვედრებს გამართავს საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

კომპანიის წარმომადგენლები შეხვდებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის წარმომადგენლებს. შეხვედრები ასევე გაიმართება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, საპარტნიორი ფონდის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებთან და კერძო სექტორის მსხვილ კომპანიებთან.

Mott MacDonald Group საერთაშორისო, მულტიდისციპლინური საკონსულტაციო კომპანიაა. მის მომსახურებაში საინჟინრო სერვისები, მენეჯმენტი და დეველოპმენტი შედის. Mott MacDonald-ის სათავო ოფისი ბრიტანეთშია, 170 ქვეყანაში ოპერირებს და 17,000 პროფესიონალს ითვლის.

Mott MacDonald-ის ჩეხეთის ოფისი 1993 წელს გაიხსნა და სხვადასხვა ტიპის პროექტებს 150- კაციანი გუნდის მეშვეობით ახორციელებს. მისი საქმიანობა ფარავს აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონს. კომპანიის მთავარი კონცენტრაცია დიზაინი და კონსულტაციაა გზების, ხიდების, წყალსაცავების, ტუნელების და რკინიგზების მიმართულებით; ასევე, ურბანული და რეგიონული ტრანსპორტირების დაგეგმვის, წყლის სისტემების მართვის, გარემოსა და მუნიციპალური (მათ შორის, ურბანული გეგმარება, მყარი ნარჩენების უტილიზაცია, საზოგადო სარგებლობის საწარმოების მენეჯმენტი, ლანდშაფტის დიზაინი, შენობების არქიტექტურული დიზაინი და ა.შ. ) განვითარების მხრივ. ამასთან, კომპანია მუშაობს ისეთ პროექტებზე, რომლებიც დაფინანსებულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ევროკავშირის საგრანტო ფონდების მიერ, ასევე საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე.

Colliers International-ი კი უძრავი ქონების მართვის სერვისების გლობალურ კომპანიას წარმოადგენს. Colliers International-ის საქართველოს ოფისი სრულ მომსახურებას სთავაზობს ინვესტორებს, უძრავი ქონების მესაკუთრეებს, მოიჯარეებსა და დეველოპერებს. კომპანიის ძირითად მიმართულებებს უძრავი ქონების კვლევა, კონსალტინგი და შეფასება, კორპორატიული ბროქერიჯი, დეველოპმენტ კონსალტინგი და სამშენებლო საკონსულტაციო სერვისები წარმოადგენს. Colliers International Georgia-ის გუნდის 15- წლიანი გამოცდილება უძრავი ქონების ბაზარზე მოიცავს 50-ზე მეტ მსხვილ პროექტს, დაახლოებით 3 მლნ. კვ.მ. სადეველოპერო არეალს, $300 მლნ. საფინანსო ფონდს და $1.5 - მილიარდ შემოსავალს გაყიდვებიდან. დღეისათვის, გუნდს შესრულებული აქვს 10,000-მდე შეფასების და 150-მდე ბაზრის კვლევის ანგარიშები.

(R)