"დამითმონ გადაცემის ერთი ნაწილი და მზად ვარ, ”რუსთავი 2”-ში და ”ტაბულაში” მივიდე" - კვირის პალიტრა

"დამითმონ გადაცემის ერთი ნაწილი და მზად ვარ, ”რუსთავი 2”-ში და ”ტაბულაში” მივიდე"

დეპუტატ გუბაზ სანიკიძის განცხადებით, გავრცელებული წერილით ბიძინა ივანიშვილმა "ძალიან დაიპატარავა თავისი მასშტაბები", ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით კი, გუბაზ სანიკიძის განცხადება საინტერესო არ არის, ხოლო პაატა ბურჭულაძეს ურჩევს, არ იცრუოს.

ყოფილმა პრემიერმა დღესვე სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ისა და ”ტაბულას” ეთერში სტუმრობის სურვილი გამოთქვა, იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული ტელეკომპანიები მას ”სიცრუეზე პასუხის გასაცემად დროს მისცემენ”.

”მე მზად ვარ შევხვდე ექსპერტებს, თუ მათ ამის სურვილი გაუჩნდებათ, უფრო მეტად კრიტიკულად განწყობილ ექსპერტებს, მათ მიერ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებზე მეც მექნება ჩემი დამოკიდებულება. ამავდროულად, შევეცდები გავაგრძელო შეხვედრები უფრო კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებთან, ”რუსთავი 2”-თან და ”ტაბულასთან”, მე ერთი პირობა მექნება მხოლოდ, დამითმონ არსებული გადაცემების ერთი ნაწილი. სიცრუის ტირაჟირება ხდებოდა ჩემი პერსონის მიმართ და გავაკეთოთ პირველი ნაწილი იმაზე, რაც ჩემზე გააკეთეს, რომ პასუხი გავცე და მეორე ნაწილში დამატებით კითხვებს ვუპასუხებდი, რაც მათ გააჩნიათ”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"