"არ აწყობთ, საქმეს მკვლელობა დაერქვას" - კვირის პალიტრა

"არ აწყობთ, საქმეს მკვლელობა დაერქვას"

15 ივლისს ორი წელი შესრულდება, რაც ეროსი კიწმარიშვილი ავტოფარეხში, საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა, რასაც ოჯახი არ იზიარებს.

რა სიახლეა საქმის გამოძიებაში ორი წლის თავზე? - ამ თემაზე სტატია მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

ზურაბ კიწმარიშვილი, ეროსი კიწმარიშვილის ძმა:

- დაახლოებით ორი თვის წინ ოფიციალური წერილით მივმართეთ მთავარ პროკურატურას და ვთხოვეთ, ეცნობებინათ, რა იყო ახალი გამოძიებაში. ბოლო თვეებში ველოდებოდით სატელეფონო ანძების ამონაწერის, საქმეში არსებული ვიდეოფირის, იარაღზე დნმ-ის ანაბეჭდებისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ პასუხებს. ვინაიდან ვერ შევძელით გამომძიებელთან შეხვედრა, მივმართეთ პროკურატურას, რათა ეცნობებინა შემაჯამებელ საქმიანობაზე, რომლის გავრცელებასაც, დაპირებისამებრ, საჯაროდ აპირებდნენ. ორი დღის წინ გვიპასუხეს, რომ პროკურატურის ოფიციალური პასუხი არსებობს და ოჯახს ფოსტით უნდა მოგვსვლოდა. ამის შემდგომ ყველაფერი გაიყინა, კომუნიკაცია გაწყდა. ვერავინ გაიგო, წერილი სად იყო ან რა შინაარსისაა. ვეჭვობ, დამუშავებულ ინფორმაციაში არის ისეთი დეტალები, რომელთა ოჯახისთვის გაცნობა გამოძიებამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

...

- ორი წლის გადმოსახედიდან, მაინც რას შეიძლება უკავშირდებოდეს თქვენი ძმის ბურუსით მოცული გარდაცვალება?

- ერთადერთი გამოკვეთილი ვერსია არის დაგეგმილი ქმედება, რაც უნდა უკავშირდებოდეს ეროსის პოლიტიკურ საქმიანობას. ეს არის დაკვეთილი და პროფესიონალების მიერ შესრულებული მკვლელობა.

- და, როგორც წესი, დაკვეთილი მკვლელობები არ იხსნება ხოლმე...

- შეიძლება დნმ-ის პატრონის ვინაობის გარკვევა, მის კვალზე გასვლა და დაკავება. თუმცა, შეიძლება ვერ გავიგოთ, ვინ შეუკვეთა მკვლელობა და ის ნახევრად გახსნილი საქმეების კატეგორიაში გავიდეს.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გაიარეთ რეგისტრაცია ჩვენს საიტზე, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია" "ვიღაც დაინტერესებულია, არ გაიხსნას ეროსის საქმე".