ვინ იქნებიან თამაზ მეჭიაურის პარტიაში - კვირის პალიტრა

ვინ იქნებიან თამაზ მეჭიაურის პარტიაში

დეპუტატი თამაზ მეჭიაური ახალ პარტიას კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილსა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილ მოადგილე სანდრო ბრეგაძესთან ერთად ქმნის.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” თავად სანდრო ბრეგაძემ განუცხადა, მან შეთავაზება მიიღო და დათანხმდა.

მისივე ინფორმაციით, პარტიაში ასევე იქნებიან ”ქართული ოცნების” ახალგაზრდული გუნდის დაფუძნებელი დავით ფაცაცია, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა და მოკლული ამირან რობაქიძის დედა ია მეტრეველი.

თამაზ მეჭიაურის პარტიის სახელწოდება ”ერთიანი საქართველოსთვის” იქნება