ისანში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს - კვირის პალიტრა

ისანში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს

ისანში დღეს ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, გოგონას მუცლის არეში ცივი იარაღით ჭრილობა შეყვარებულმა მიაყენა.

სასწრაფომ დაზარალებული უკვე გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.