ნაფიცი მსაჯულები შერჩეულია - ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმის განხილვა 10 ივნისს დაიწყება - კვირის პალიტრა

ნაფიცი მსაჯულები შერჩეულია - ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმის განხილვა 10 ივნისს დაიწყება

ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით მაგდა პაპიძის საქმის განხილვა 10 ივნისს დაიწყება მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული მაგდა პაპიძის მიმართ, ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 ივნისს, 11:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს.

სასამართლოს ინფორმაციით, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომებზე გამოცხადებულ კანდიდატთაგან შეირჩა 15 ნაფიცი მსაჯული. დღევანდელ სხდომაზე კი განისაზღვრა 12 ძირითადი და 3 სათადარიგო ნაფიცი მსაჯული, რომლებიც უშუალოდ განახორციელებენ მართლმსაჯულებას.

ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა კონფიდენციალურია. მათი უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა. სხდომის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა უნდა განხორციელდეს ნაფიც მსაჯულთა გადაღების, მათი ვინაობის, გარეგნული ნიშნების და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელის გარეშე.

წარდგენილი ბრალის თანახმად, მაგდა პაპიძეს ბრალად წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და დამამძიმებელ გარემოებებში, ორი პირის განზრახ მკვლელობა ედება.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე: "ახლა მოუნდა ბერობა?"