პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისი გაქურდეს - კვირის პალიტრა

პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისი გაქურდეს

პარტია „პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ ოფისში დღეს პატრული გამოიძახეს. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე ეხება დაკარგულ სამუშაო კომპიუტერს, რომელიც პარტიის ხელმძღვანელის მდივანს ეკუთვნოდა.

პარტიის მდივანმა გვანცა იობიძემ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ სამუშაო კომპიუტერი გუშინ საღამოს პარტიის ოფისში დატოვა, თუმცა დილით აღარ დახვდა.

პარტია ”სახელმწიფო ხალხისთვის” მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვს უსწრაფესად გამოძიონ ქურდობის ფაქტი და გამოვლინდეს დამნაშავე.

”წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული ფაქტი აღქმული იქნება, როგორც გარე ძალების მოქმედება პარტიის წინააღმდეგ, რაც სამომავლოდ აჩენს შანს, რომ დაცული პირადი ინფორმაცია ბოროტად იქნება გამოყენებული პარტიის წინააღმდეგ”, -ნათქვამია პარტიის ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"