მკვლელობა ქინძმარაულის ქუჩაზე - კვირის პალიტრა

მკვლელობა ქინძმარაულის ქუჩაზე

დანაშუალი მოხდა თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე, სადაც 44 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა დანაშაულში ბრალდებული 27 წლის ლევან ბ. ცხელ კვალზე. თბილისში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - 1972 წელს დაბადებულ იგორ ნ.-ს სხეულზე ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. იგორ ნ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)", - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.