დიდი განხეთქილება მართმადიდებლურ სამყაროში - რა პოზიცია აქვს საქართველოს ეკლესიას?! - კვირის პალიტრა

დიდი განხეთქილება მართმადიდებლურ სამყაროში - რა პოზიცია აქვს საქართველოს ეკლესიას?!

მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის დიდი განხეთქილებაა. 16 ივნისისთვის კრეტაზე დაგეგმილი დიდი და წმინდა კრება, შესაძლოა, ან ჩაიშალოს, ან მასში მონაწილეობა მიწვეული 14 ავტოკეფალიური ეკლესიიდან ნახევარზე ცოტა მეტმა მიიღოს. ორივე შემთხვევა უკვე იმის მანიშნებელი იქნება, რომ მართლმადიდებლებში დიდი და ისტორიული განხეთქილება დაიწყო.

უკვე გაცხადებულია, რომ ბულგარეთის, ანტიოქიისა და სერბეთის ეკლესიები დიდ კრებაში მონაწილეობას არ მიიღებენ. მოსკოვის საპატრიარქოს წმინდა სინოდმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუკი ერთი ეკლესია მაინც არ მიიღებს მონაწილეობას, კრების ჩატარება შეუძლებელია, თუმცა გადაჭრით არ უთქვამს, თავად აპირებდნენ თუ არა კრეტაზე გამგზავრებას.

გუშინ საქართველოს წმინდა სინოდის საგანგებო სხდომაზე მიიღეს განჩინება, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საბერძნეთში დაგეგმილ წმინდა კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილება მოსალოდნელიც იყო, მით უმეტეს, რომ კატეგორიულად მიუღებელია კრებაზე გასატანი 6 საკითხიდან 2 - "ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები" და "მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში", - მესამე დოკუმენტში კი ტერმინოლოგიის შეცვლას ითხოვს.

"არის ისეთი ფუნდამენტალური საკითხები, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ და რომელსაც არ ითვალისწინებენ. კონკრეტულად თუ რა არის ეს საკითხები, საპატრიარქო განცხადებას შემდეგ გააკეთებს", - განაცხადა მესტია-ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა სხდომის დასრულების შემდეგ.

რა ხდება სინამდვილეში და რას უკავშირდება განხეთქილება მართლმადიდებლურ სამყაროში, კითხვის გაგრძელება