მამაკაცმა ტოტალიზატორში სამართებლით თავი დაიზიანა - კვირის პალიტრა

მამაკაცმა ტოტალიზატორში სამართებლით თავი დაიზიანა

გორის ცენტრში, მამაკაცმა სამართებლით თავი დაიზიანა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ერთ-ერთ ტოტალიზატორში მოხდა, სადაც მამაკაცმა თვითდაზიანებები სამართებლით ყელის არეში მიიყენა. მამაკაცი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს.