ქუთაისში გაზის მილზე წყლის მილი მიაერთეს? - კვირის პალიტრა

ქუთაისში გაზის მილზე წყლის მილი მიაერთეს?

ანთებული გაზის ღუმელიდან წყალი ჭავლით ამოდიოდა

kutaisitoday.com - მა ქუთაისში მომხდარი უცნაური, თუმცა ერთს მხრივ კურიოზული ამბავი გააგებინა საზოგადოებას. როგორც საინფორმაციო პორტალი იუწყება ქუთაისში, კერძოდ, ნინოშვილის ქუჩაზე, ერთ–ერთ ოჯახში გამოძახებულმა გაზის ხელოსანმა, რომელსაც გაზის გამაცხელებელი უნდა დაემონტაჟებინა, გაზის მილში ოჯახს წყლის მილი მიუერთა. ფაქტი მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც ერთ–ერთ მეზობელს გაზის გამოყენება დასჭირდა.

ანთებული გაზის ღუმელიდან წყალი ჭავლით ამოდიოდა. ამ შემთხვევის გამო რამდენიმე ოჯახს გაზის მიწოდება შეუწყდა. მწყობრიდან მათი გაზის მრიცხველებიც გამოვიდა.

kutaisitoday.com