"როგორი ურთიერთობაც მე მქონდა მაგდასთან, ისეთი ჰქონდა ოთარსაც" - კვირის პალიტრა

"როგორი ურთიერთობაც მე მქონდა მაგდასთან, ისეთი ჰქონდა ოთარსაც"

ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქალაქო სასამართლოში დღესაც გრძელდება.

პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა საბა ჯაჯანიძე, რომლის ინფორმაციით, ოთარ ბერძენიშვილისა და მაგდა პაპიძის სასიყვარულო ურთიერთობაზე არაფერი სმენია.

მოწმის განმარტებით, ის როგორც მოკლულ ომარ ქაფიაშვილთან ასევე ოთარ ბერძენიშვილთანაც მეგობრობდა. ჯაჯანიძის თქმით, მისთვის ცნობილი არ იყო მაგდა პაპიძისა და ოთარ ბერძენიშვილის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ.

მისივე თქმით, ოთარ ბერძენიშვილი იმ მაღაზიაში მიდიოდა, სადაც მაგდა პაპიძე მუშაობდა. "როგორი ურთიერთობაც მე მქონდა მაგდასთან, ისეთი ჰქონდა ოთარსაც, რასაც მე ვხედავდი", - აღნიშნა მოწმემ.

მისივე თქმით, ომარ ქაფიაშვილს ჩხუბი არ მოსვლია არც ოთარ ბერძენიშვილთან და არც მასთან, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია გავრცელდა.

იხილეთ ასევე: "მე არაფერი დამიგეგმავს" - პაპიძემ ქმარ-შვილის ცხედრების ფოტოებს ვერ შეხედა...

"ინტერპრესნიუსი"