ანაკლიის პოლიციის უფროსი ავტომანქანით 22 წლის გოგონას დაეჯახა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება - კვირის პალიტრა

ანაკლიის პოლიციის უფროსი ავტომანქანით 22 წლის გოგონას დაეჯახა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება

17 ივნისს, ანაკლიის პოლიციის უფროსი პაპუნა დიდიშვილი ავტომანქანით 22 წლის სალომე აქირთავას დაეჯახა. დედა-შვილი გუშინ ანაკლიაში გაჩერებაზე იდგნენ და ზუგდიდისკენ მიმავალ ავტობუსს ელოდებოდნენ, რა დროსაც გოგონას ანაკლიის პოლიციის უფროსი ავტომანქანით დაეჯახა.

თავდაპირველად გოგონა ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მას მრავლობითი მოტეხილობები და სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მედიცინის ცენტრის ექიმის განცხადებით, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სალომე აქირთავა მკურნალობის კურსს დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადის.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, ანაკლიის პოლიციის უფროსმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე უკვე დატოვა.

საქმეს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით