ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი დააკავეს - კვირის პალიტრა

ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი დააკავეს

რამდენიმე დღის წინ, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გივი თარგამაძემ ქართველი კანონიერი ქურდის ოდესიდან საქართველოში დეპორტაციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

როგორც თარგამაძემ "ფეისბუკში" დაწერა, "ოდესიდან თბილისის რეისით საქართველოში დეპორტირებულ იქნა 2014 წელს თურქეთში კანონიერ ქურდად კურთხეული, 1972 წელს სოხუმში დაბადებული დავით ნუგზარის-ძე გერლიანი (დათო სვანი). უკრაინაში დაკავებისას მას გააჩნდა პასპორტი, გაცემული დედამისის გვარზე, კერძოდ, ჩაჩიბაიაზე". (წყარო)

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ე.წ. კანონიერ ქურდი დავით გერლიანი საქართველო-სომხეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისას დააკავეს.

როგორც მღებრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულს ბრალი 48 საათის განმავლობაში წარედგინება.

საქართველო-სომხეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისას, ”კანონიერი ქურდობის” ბრალდებით დაკავებული იქნა აღნიშნული პირი. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია მის სახელზე გაცემული უკრაინის რესპუბლიკის პასპორტი. ხსენებული პირი 2016 წლის 22 ივნისს სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდა საქართველოს საზღვრის დატოვებას”.