”ლიფტის კარის გაღებისას ლიფტი სხვა სართულზე იყო, მამაკაცი კი შახტაში ჩავარდა" - უბედური შემთხვევა ქუთაისში - კვირის პალიტრა

”ლიფტის კარის გაღებისას ლიფტი სხვა სართულზე იყო, მამაკაცი კი შახტაში ჩავარდა" - უბედური შემთხვევა ქუთაისში

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მამაკაცი ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილობრივების განცხადებით,

”ლიფტის კარის გაღებისას ლიფტი სხვა სართულზე იყო, მამაკაცი კი შახტაში ჩავარდა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა”.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ გვამის შახტიდან ამოყვანის დროს სამაშველო სამსახურის თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.