„ისლამური სახელმწიფო“ 4 ივლისს ლონდონის, ლოს ანჯელესისა და ნიუ-იორკის აეროპორტების აფეთქებით იმუქრება - კვირის პალიტრა

„ისლამური სახელმწიფო“ 4 ივლისს ლონდონის, ლოს ანჯელესისა და ნიუ-იორკის აეროპორტების აფეთქებით იმუქრება

„ისლამური სახელმწიფოს“ წევრები 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს, ბრიტანულ და ამერიკულ აეროპორტებზე თავდასხმით იმუქრებიან. ამის შესახებ ბრიტანული Independent-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ისლამისტები ლონდონის ჰიტროუს, ლოს ანჯელესის და ნიუ-იორკის აეროპორტების აფეთქებით იმუქრებიან. შესაბამისი განცხადება მათ სოციალური ქსელით გაავრცელეს.

აღნიშნულ მუქარასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრმა ტარიკ აჰმადმა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„დიდ ბრიტანეთში საავიაციო უსაფრთხოება მუდმივი კონტროლის ქვეშაა. რისკების შემცირების მიზნით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ“, - განაცხადა მან.

"ინტერპრესნიუსი"