ფოთში მომხდარი ავარიისას 7 ადამიანი დაშავდა - კვირის პალიტრა

ფოთში მომხდარი ავარიისას 7 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ფოთის გასასვლელში. ერთმანეთს „ნისანის“ ტიპის ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. მომხდარის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებმა ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. მათგან ორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფორმაციით, მსუბუქ ავტომანქანაში ჩეხეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზები უცნობია და მას გამოძიება დაადგენს.

"ინტერპრესნიუსი"