ლევან ვარშალომიძე საქართველოში დაბრუნდა - მხარდამჭერებთან ერთად ექსმაღალჩინოსანს სანდრა რულოვსი დახვდა - კვირის პალიტრა

ლევან ვარშალომიძე საქართველოში დაბრუნდა - მხარდამჭერებთან ერთად ექსმაღალჩინოსანს სანდრა რულოვსი დახვდა

ლევან ვარშალომიძე საქართველოში დაბრუნდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს სარფში ათეულობით მხარდამჭერები დახვდა. მათთან ერთად ყოფილ მაღალჩინოსანს სარფის გამშვებ პუნქტში დახვდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი.

მხარდამჭერები სარფის გამშვებ პუნქტთან დროშებითა და პარტიის ატრიბუტიკით იყვნენ შეკრებილები. მათ წარწერებიც გააკეთეს: "ხულო, შუახევი, ქედა, ბათუმი შენს გვერდითაა".

სარფში ვარშალომიძის შემოსვლას მცირე ინციდენტი მოჰყვა. სარფის საზღვარზე ვარშალომიძეს მოქალაქე მერაბ ღოღობერიძე ელოდებოდა, რომელმაც მისი დანახვისთანავე ხმაური ატეხა. პოლიციამ ღოღობერიძე საზღვრის შენობაში დააკავა ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. სარფში შეკრებილ მხარდამჭერებს ლევან ვარშალომიძემ სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ „გამარჯვების დრო დადგა“.

როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, ლევან ვარშალომიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში სიის პირველი ნომერი იქნება.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით