"თორნიკეს სისხლი ყველა ნაფიცი მსაჯულის კისერზეა" - პაპიძის დის კომენტარი ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ - კვირის პალიტრა

"თორნიკეს სისხლი ყველა ნაფიცი მსაჯულის კისერზეა" - პაპიძის დის კომენტარი ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ

"თორნიკეს სისხლი ყველა ნაფიცი მსაჯულის კისერზეა", - ამის შესახებ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის დამ ლანა პაპიძემ ნაფიცი მსაჯულების მიერ ვერდიქტის გამოტანის შემდეგ განაცხადა.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, სასამართლოს ეზოს გარეთ ლანა პაპიძის მონაწილეობით მცირე ინციდენტი მოხდა. პაპიძეების დედა ლიანა შამუგია ლანა პაპიძის მანქანაში ჩასმას ცდილობდა, თუმცა ის ავტომანქანაში არ ჯდებოდა და ხმამაღალ შეძახილებს აკეთებდა.

"პროკურატურამ დამიშინა ყველა მეგობარი. გვემუქრებოდა ჩვენ, ჩემს ქმარს. პროკურატურას ყველა კარგად ჰყავდა დამუშავებული. თორნიკეს სისხლი ყველა ნაფიცი მსაჯულის კისერზეა", - აცხადებდა ლანა პაპიძე.

ნაფიცმა მსაჯულებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. დაახლოებით ორსაათნახევრიანი მსჯელობის შემდეგ თორმეტივე ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება და მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე როგორც ოჯახური დანაშაულის ჩადენაში, ასევე განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო.

ვიდეო

იხილეთ ასევე: ნაფიცმა მსაჯულებმა მაგდა პაპიძეს განაჩენი გამოუტანეს