დალასში საპროტესტო აქციის დროს ოთხი პოლიციელი მოკლეს - კვირის პალიტრა

დალასში საპროტესტო აქციის დროს ოთხი პოლიციელი მოკლეს

აშშ-ში, დალასში საპროტესტო აქციის დროს, ოთხი პოლიციელი მოკლეს. მოქალაქეები სამართალდამცავების მიერ ორი შავკანიანი მამაკაცის მკვლელობას აპროტესტებდნენ. ფილანდო კასტილე მინესოტაში, ხოლო ელტონ სტერლინგი პოლიციელებმა ლუიზიანაში მოკლეს.

აქციის დროს, რომელიც არეულობაში გადაიზარდა, დაშავდა კიდევ შვიდი სამართალდამცავი, ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

დალასის პოლიციის უფროსის განცხადებით, ორმა პირმა 11 სამართალდამცავს ესროლა. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი უკვე თავად ჩაბარდა პოლიციას. მიმდინარეობს გამოძიება.