"დარეჯან მინდიკაური რაღაცას მალავს და სრულ სიმართლეს არ ამბობს“ - პაპიძე განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს - კვირის პალიტრა

"დარეჯან მინდიკაური რაღაცას მალავს და სრულ სიმართლეს არ ამბობს“ - პაპიძე განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

როგორც ჟურნალისტებს ქმარ-შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის დედამ, ლიანა შამუგიამ განუცხადა, მაგდა პაპიძე მის მიმართ გამოტანილ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

იხილეთ ასევე: მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

როგორც შამუგიამ აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ადვოკატებს განაჩენი ჩაბარდებათ, მაგდა პაპიძისთვის განსაზღვრული სასჯელი სააპელაციო სასამართლოში საკასაციო წესით გასაჩივრდება. მაგდა პაპიძის დედის თქმით, ისინი ასევე აპირებენ სარჩელის გაგზავნას სტრასბურგის სასამართლოში, თუმცა რა მოთხოვნები ექნებათ აღნიშნულ საჩივარში ამ დეტალებზე ჯერჯერობით ლიანა შამუგია არ საუბრობს.

მაგდა პაპიძის დედის თქმით, არსებობს კითხვები, რომელსაც პროკურატურამ პასუხები ვერ გასცა და აქედან გამომდინარე, ის იცავს საკუთარ შვილს. ლიანა შამუგია მიიჩნევს, რომ მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა, დარეჯან მინდიკაური „რაღაცას მალავს და სრულ სიმართლეს არ ამბობს“.

ლიანა შამუგია მოუწოდებს დარეჯან მინდიკაურს, რომ კითხვებზე, რომელიც საქმეში დაცვის მხარეს გააჩნია, პასუხები გასცეს და თავადაც დაინტერესდეს თუ რატომ არ გასცა ამ კითხვის ნიშნებს პასუხები გამოძიებამ.

იხილეთ ასევე: "მზად ვარ, ერმა მომიშვიროს ტყვია... გთხოვთ არ დამტოვოთ ცოცხალი" - პაპიძის ბოლო სიტყვა სასამართლოზე

"ინტერპრესნიუსი"